ინჟინრული შედევრი – Honda NSX
გასული საუკუნის 80-იანი წლები, თამამად შეიძლება მოვიხსენიოთ, როგორც ავტოინდუსტრიის ოქროს ხანად. ეს იყო პერიოდი, როდესაც ინჟინრები ფასდაუდებელ შედევრებს ქმნიდნენ.
იდეა – Honda-ს, ამბიციური პროექტის განხორციელება სურდა. პირველ რიგში საჭირო იყო, კონცეპტუალური მოდელის შექმნა. იაპონელებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ეს საქმე, Pininfarina-ს ანდეს. ასე და ამგვარად დაიბადა, შუა ძრავიანი HP-X (Honda Pininfarina Experimental). ის აღჭურვილი იყო 2.0 V6 ძრავით. მისი დებიუტი, 1984 წლის London Motor Show-ზე შედგა, თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა.
1986 წელს იაპონელებს, ისეთი მოდელის შექმნა სურდათ, რომლის მეშვეობითაც, Ferrari 328-ს ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა. იდეა საკმაოდ რისკიანი გახლდათ, მაგრამ კომპანია უკან დახევას არ აპირებდა.
პირველი ნაბიჯები – Honda-ს მენეჯმენტი, არაფერს იშურებდა, სხვადასხვა ქარხნიდან, ორასი საუკეთესო ინჟინერი შეკრიბეს, რათა ამბიციურ პროექტზე მუშაობა დაეწყოთ. ხოლო მუშაკებს სრული თავისუფლება და განუსაზღვრელი რესურსები მისცეს.
NSX-ის შექმნაში, საავიაციო თემატიკამ, უდიდესი როლი ითამაშა. მთავარი შთაგონების წყარო, F-16-ის გამანადგურებელი გახლდათ. დიზაინრებმა წარმატებით გაიმეორეს, F-16-ის კაბინის 360 გრადუსიანი ხედვა. მონოკოკი და დაკიდების სისტემა კი, მთლიანად ალუმინისგან დამზადდა. იაპონელებს, საკმაოდ მსუბუქი სპორტული ავტომობილი გამოუვიდათ. მისი წონა, სულ რაღაც 1365 კილოგრამს შეადგენდა.
ტექნიკური მონაცემები – Honda NSX შუაძრავიანი სპორტული ავტომობილია. ინჟინრებმა მარჯვენა და მარცხენა ბორტს შორის, 50:50-იანი ბალანსის მიღება შეძლეს. აღჭურვილია,VTEC-ის, 273 ცხენის ძალიანი, V-6 ძრავით და 5 საფეხურიან გადაცემათა კოლოფით.
ძრავა დამზადებულია ალუმინისგან, დგუშები (Поршень) ნაჭედია (Кованый), ხოლო ბარბაცა (Шатун) კი, ტიტანის. NSX-ის, 0-დან 100-მდე გასავითარებლად, სულ რაღაც 5.7 წამი ჭირდებოდა.
დეფინიცია – NSX (New Sportscar eXperimental)
მოულოდნელი გაცნობა – 1989 წლის თებერვალში იაპინიას, ფორმულა ერთის მრბოლელი, აირტონ სენა ესტუმრა. რა თქმა უნდა, იაპონელებმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს და NSX-ის გატესტვა Suzuka-ს საერთაშორისო ავტოდრომზე შესთავაზეს. ეს იყო ამაღელვებელი წუთები, ორი ლეგენდა ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა.
ერთი წრის შემდეგ სენამ განაცხადა: „დარწმუნებული არ ვარ, რომ ნამდვილად შემიძლია შესაბამისი რჩევების გაცემა, მასობრივი წარმოების მანქანის შესახებ, თუმცა მგონია რომ ის ცოტათი არამყარია“ („ I’m not sure I can really give you appropriate advice on a mass-production car, but I feel it’s a little fragile” ).
სენას სიტყვება, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. იაპონელებმა, NSX-ის დაკიდების სისტემა 50 %-ით ხისტი გახადეს. ცვლილებებმა კი, მართვის საუკეთესო შეგრძნება უზრუნველყო. ფორმულა 1-ის ლეგენდარულ მრბოლელს, Ayrton Senna-ს, მადლობის ნიშნად Honda NSX აჩუქეს. ეს იყო მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი სპორტული ავტომობილი.
ამერიკის დაპყრობა – 1989 წლის 9 თებერვალს, Chicago Auto Show-ზე, NSX-ის დებიუტი წარმატებით შედგა. ამერიკელ მომხმარებელს, მხოლოდ Acura-ს სახელით შეეძლო შეძენა. ულტრა მსუბუქმა და თანამედროვე სპორტულმა ავტომობილმა, ფურორი მოახდინა. ამერიკაში ახალი Acura NSX-ის ფასი $60,000-დან იწყებოდა.
1992 წელს, ვიხილეთ უფრო მძლავრი და ავტოდრომისთვის განკუთვნილი Honda NSX Type R. ის 1230 კგ-ს იწონიდა და სტანდარტულ მოდელთან შედარებით, 140 კილოგრამით მსუბუქი იყო. რაც შეეხება სიმძლავრეს, 280-ს გამოიმუშავებდა. ინტერიერი Recaro-ს ომოლოგირებული სავარძლებით აღჭურვეს.
საიდუმლო იარაღი – 2005 წელს Honda-მ, ხუთი ექსკლუზიური მოდელი, NSX-R GT შექმნა. საინტერესო ის არის, რომ დღემდე არ არის ცნობილი თუ რა განსხვავებაა, NSX-R-სა და NSX-R GT-ის შორის. ამ საიდუმლოს ამოხსნა, მხოლოდ მაშინ შეგვეძლება თუ ორივე მოდელს შევიძენთ და საკუთარ ფარეხში შევადრით. ექსკლუზიური მოდელის ფასი, $470 000 გახლდათ.