Eleanor-ის ნამდვილი ისტორია

თითქმის ყველას სმენია, Eleanor-ის შესახებ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, მისი ისტორია. ყველაფერი კი, 1973 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკელმა რეჟისორმა და კასკადიორმა H. B. Halicki-იმ ფილმის გადაღება, Gone in 60 Seconds განიძრახა. მთავარ როლს, რა თქმა უნდა, თავად ასრულებს.

ფილმის მთავარი გმირი მეინდრიან პეისი, პატივსაცემი სადაზღვეო კომპანიის გამომძიებელია. ლეგალურ საქმიანობასთან ერთად, პარალელურად ის ავტომობილების გამტაცებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს. ერთ მშვენიერ დღესაც მეინდრიან პეისიმ, სამხრეთ ამერიკელი ნარკობარნისგან, მსუყე წინადადება მიიღო. გარიგების თანახმად, ხუთ დღეში, 48 ექსკლუზიური ავტომობილი უნდა მოეპარათ. ამაში კი ნარკობარონი, $400,000 იხდიდა. გამტაცებლები საქმიანობას შეუდგნენ. აქ საინტერესო ის არის, რომ ავტომობილებს, ქალის სახელები დაარქვეს. 48 ავტომობილიდან, ყველაზე გამორჩეული, მხოლოდ ერთია, ყვითელი ფერის, 1973 წლის Ford Mustang, მას Eleanor შეარქვეს. ამ სახელმა ავტოინდუსტრიაში, წარუშლელი კვალი დატოვა, არ მეგულება ავტომობილის მოყვარული, რომელსაც არ უოცნებია მის ყოლაზე.

1974 წლის, Gone in 60 Seconds-ის მთლიანი ბიუჯეტი, $150,000-ს შეადგენდა, ეს კი ძალიან ცოტა იყო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ, ფილმი უნდა დაესრულებინათ. გადამღებ ჯგუფს ბევრ რამეში, მოუწიათ თანხების დაზოგვა, მაგალითად: ბიუჯეტის სიმცირის გამო, 1971 წლის Ford Mustang fastback აიღეს და გადააკეთეს, რათა დამსგავსებოდა 1973 წლის Ford Mustang Mach I-ს. Eleanor-ი, 5.8 L Cleveland V8 ძრავით იყო აღჭურვილი და 284 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

პირველი ფილმის ეკრანიზაციიდან, 16 წელი იყო გასული. 1989 წლის 20 აგვისტოს, H. B. Halicki-მა მეორე სერიის გადაღება, ქალაქ ნიუ-იორკში დაიწყო. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების დროს, დატრიალდა ტრაგედია. გადასაღებ მოედანზე, 48 წლის H. B. Halicki გარდაიცვალა, მასთან ერთად მისი ჩანაფიქრებიც.

1995 წელს Halicki-ის ქვრივმა, Denice Shakarian Halicki-მა, პროდიუსერ Jerry Bruckheimer-თან მოლაპარაკებები დაიწყო, რათა Gone in 60 Seconds-ის რიმეიქის გადაღება, რამენაირად დაწყებულიყო. ძალიან მალევე, დისნეის შვილობილ კომპანიასთან, ხელშეკრულება გაფორმდა. მთავარ როლზე კი, Nicolas Cage დაამკიცეს. რაც შეეხება Eleanor-ს, იყო ვერსია, რომ Ford GT40 გადაეღოთ, მაგრამ ის ძალიან დიდ ფინანსებს მოითხოვდა, რის საშუალებაც მათ არ ჰქონდათ. არჩევანი, 1967 წლის Ford Mustang Fastback, GT500 Shelby-ზე შეაჩერეს.

დიზაინზე, Chip Foose-მა და Steven Stanford-მა იმუშავა, სპეციალურად ახალი ფილმისთვის, 12 ავტომობილი დამზადდა. Shelby GT500 Eleanor აღჭურვილია 400 ცხენის ძალიანი, 351 Ford V-8 ძრავით და დაწყვილებულია 5 საფეხურიან Tremec TKO-ის გადაცემათა კოლოფთან.  მაყუჩი და მთლიანი სისტემა, Magnaflow ბრენდით აღიჭურვა, სამუხრუჭე სისტემა Wilwood-ით, ხოლო დაკიდება კი კომპანია Total Control Products-ის დაუყენეს. ეს ყველაფერი არ არის, საბარგულში აზოტის ქვეჟანგი ე.წ „ნიტროა“ (nitrous oxide) დამონტაჟებული, რომლის მეშვეობითაც, Eleanor-ის სიმძლავრე, დამატებით 120-125 ცხენის ძალით იზრდება.  „Gone in 60 Seconds“-ის პრემიერა 2000 წლის 5 ივნისს შედგა.