კატალიზატორის ავტომობილიდან ამოღება კლავს !

ბოლო პერიოდში გახშირდა ავტომობილებიდან კატალიზატორის ამოღების შემთხვევები.თითქოს ეს  ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. არ ხდება ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს უკატალიზატორო ავტომობილების გაზრდილმა რიცხვმა და რა გავლენას იქონიებს შემდგომში გარემოზე.
მოკლედ გიჩვენებთ თუ რა დანიშნულება აქვს კატალიზატორს და რატომ არის მისი არსებობა თქვენს ავტომობილში აუცილებელი.
ავტომობილის ძრავი, საწვავის მოხმარების დროს გამოყოფს ნამწვს აირების სახით, რომელიც შემდეგ გამოიფრქვევა გამოსაბოლქვი სისტემიდან. გაუფილტრავი აირები შეიცავენ ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორებიცაა: ნახშირწყალბადი, ნახშირბადის მონოქსიდი და აზოტის ოქსიდი. ამ ნივთიერებების პირდაპირ გაფილტვრის გარეშე გარემოში მოხვედრა საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს როგორც გარემოს, ასევე პირდაპირპროპორციულია თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობასთან. ამ ტიპის დამაბინძურებლები სიმსივნეს და სხვა მძიმე დაავადებებს იწვევს და ისედაც დაბინძურებულ გარემოს, ორმაგ და სწრაფ ზიანს აყენებს ! 
კატალიზატორის უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს მავნე ნივთიერებები გარდაქმნას უვნებელ და შედარებით ნაკლებად მავნე ნივთიერებებად და ასევე შეამციროს გამონაბოლქვის პროცენტულობა.
მასობრივად უკატალიზატორო ავტომობილებიდან მიღებული შედეგები საკმაოდ რთულ ვითარებამდე მიგვიყვანს,  რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ნეგატიურ გავლენას იქონიებს ადამიანების ჯანმრთელობაზე.
სარგებელი, რომელსაც ვიღებთ კატალიზატორის გაყიდვიდან ზიანთან მიმართებაში წარმოადგენს ერთჯერად არაფრის მომცემ ეფექტს.

გარდა კატალიზატორების ნებაყოფლობით ამოღებისა, ხშირია შემთხვევები როდესაც უპასუხისმგებლო ავტოსერვისებში
ხდება მეპატრონის ნებართვის გარეშე მოხსნა და სანაცვლოდ ეგრედწოდებული “მატყუარების” დაყენება.
კომპანია პრემიქსი გირჩევთ, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ამ საკითხს და არ ჩაიგდოთ საკუთარი თავი და გარშემომყოფები საფრთხეში.ასევე ყურადღება მიაქციეთ და გამოიყენეთ მხოლოდ სანდო და ავტორიზირებული ავტოსერვისები, სადაც დაცული იქნებით კატალიზატორის მოპარვისაგან.

არ ამოიღოთ კატლიზატორი !
გაუფრთხლდით გარემოს და იზრუნეთ თქვენი და გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე !