2021 წლის 5 ყველაზე სწრაფი მანქანა

2021 წელი გლობალური პანდემიის მიუხედავად ავტოინდუსტრიისთვის ნაყოფიერი გამოდგა. წარმოგიდგენთ 2021 წლის 5 ყველაზე სწრაფ მანქანას:

5) Aston Martin Valkyrie (350 კმ/სთ)

სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით ვალკირებს გამორჩეული ვიკინგი მეომრები ვალჰალაში მიყავდათ. შემთხვევითი არაა, რომ ასტონ მარტინის ამ მოდელსაც სწორედ ვალკირი ქვია. Aston Martin Valkyrie სხვა მოდელებისგან  გამორჩეულად სწრაფი და მძლავრია. შესამჩნევია მანქანის გარეგნობაც. თანამედროვე და დახვეწილი ვიზუალით მანქანა ფორმულა ერთის ბოლიდსაც კი მოგვაგონებს. ამ სუპერმანქანის სიმძლავრე 1160 ცხენის ძალაა, ხოლო ძრავა – V12.


4) The Lamborghini Sian (354 კმ/სთ)

Sian-ში ლამბორგინისთვის დამახასიათებელ შესანიშნავ გარეგნულ მხარეს, წარმოუდგენელი სისწრაფე და სიმძლავრე ერწყმის. დამზადებულია მხოლოდ 63 მოდელი, რითაც სიანი “გაბრაზებული ხარის” ერთ-ერთ უიშვიათეს მოდელს წარმოადგენს . მანქანას აღჭურვილია V12 ძრავით , ხოლო სიმძლავრე 808 ცხენის ძალაა.

3)Pagani Huayra BC Roadster (370 კმ/სთ)

BC Roadster  უფრო მსუბუქია ვიდრე სტანდარტული Huayra, ასევე გამორჩეულია თავისი ასახსნელი ჭერით. ისევე, როგორც ყველა სხვა Huayras, Roadster BC აღჭურვილია ორი ტურბინით, 6.0 ლიტრიანი V12 ძრავით. ძრავა გამოიმუშავებს 791 ცხენის ძალას, ხოლო ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 370 კმ/სთ-ია.

2) Koenigsegg Regera (400 კმ/სთ)

კიდევ ერთი უსწრაფესი მანქანა შვედეთიდან ! Koenigsegg Regera-ს ორმაგი ტურბო V8 ძრავა და პარალელური ელექტროძრავა აქვს, რაც საერთო ჯამში 1500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. აღსანიშნია, რომ ნებისმიერი სხვა მანქანისგან განსხვავებით, Regera-ს შეუძლია 0-დან 400 კმ/სთ-მდე სისწრაფე აკრიფოს მხოლოდ ერთი სიჩქარის გამოყენებით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Regera თავისი სიმძლავრითა და სისწრაფით წლის ერთ-ერთ საუკეთესო მანქანაა.

1)McLaren Speedtail (402 კმ/სთ)

McLaren Speedtail-ს აქვს 4.0-ლიტრიანი, ორტურბინიანი V8 ძრავა პარალელური ჰიბრიდული სისტემით. ბენზინის ძრავი გამოიმუშავებს 1035 ცხენის ძალას, ხოლო ელექტროძრავა დამატებით 310-ს. მანქანის სიმძლავრეზე მეტყველებს ისიც, რომ მას შეუძლია ნულიდან 300 კმ/სთ-მდე 12,8 წამში აკრიფოს. McLaren Speedtail-ს მაქსიმალური სიჩქარე – 402 კმ/სთ-ია, რაც მას წლის ყველაზე სწრაფ მანქანად აქცევს.