გაიგე მეტი სამუხრუჭე ხუნდების შესახებ
სამუხრუჭე ხუნდები, ჩვენი ავტომობილის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. ის ჩვენს უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. დამუხრუჭებისას შესაცვლელი ხუნდი, სპეციფიურ ხმას გამოსცემს და კარგავს ეფექტურობას. ამ დროს, ჩვენი სამუხრუჭე ხუნდის, ფრიქციული მატერიალის სისქე, ორ მილიმეტრამდეა შემცირებული. ფრიქციული მასის შემცირებასთან ერთად, იკლებს ხუნდის მდგრადობა ტემპერატურის მიმართ, იზრდება დამუხრუჭების მანძილი.

არსებობს სამი ტიპის სამუხრუჭე ხუნდი: ორგანული, ნახევრად მეტალის და კერამიკული. მოდით თითოეული განვიხილოთ:
ორგანული (Organic brake pads)- ასევე ცნობილია, როგორც NAO, ან non-asbestos organic. დამზადებულია, სხვადასხვა ბოჭკოვანი მასალების გამოყენებით, როგორიცაა: რეზინი, კევლარი, ბოჭკოვანი მინა. ორგანული ხუნდები, ცვეთისას ნაკლებ მტვერს გამოყოფს, და ხმაურითაც არ გამოირჩევა.
ნახევრად მეტალის (Semi-Metallic Brake Pads) – მათ შემადგენლობაში, დიდი ნაწილი მეტალს უჭირავს, როგორიცაა: სპილენძი, რკინა, ფოლადი და სხვა. მეტალის წილი, დამოკიდებულია მწარმოებელზე. ნახევრად მეტალის ხუნდები განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურებზეც კი ინარჩუნებს ეფექტურობას.
კერამიკული (Ceramic Brake Pad) – აღნიშნული ხუნდების დასამზადებლად, გამოყენებულია: კერამიკა, სპილენძის ბოჭკოს და ლითონის დანამატი. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს, თბოგამტარობის და ფრიქციის კოეფიციენტის ზრდას. კერამიკული ხუნდები, გამოირჩევა ხანგძლივი რესურსით, მაღალ ტემპერატურაზე არ კარგავს დამუხრუჭების ეფექტურობას.

კომპანია პრემიქსში, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ, Zimmermann –ის, AKEBONO-ს და Blue Print-ის პრემიუმ ხარისხის ხუნდები. რაც მთავარია, ჩვენს სერვის-ცენტრებში, თქვენ დაგხვდებათ, მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, რომელიც შესაბამისი სტანდარტების მიხედვით, სწრაფად და ეფექტურად მოგემსახურებათ.