გაინტერესებს რას აღნიშნავს სიმბოლოები ?
ხელსაწყოთა პანელი, მნიშვნელოვანი დეტალია. მასზე ანთებული სიმბოლოები კი, ავტომობილის მესიჯებია. სანამ სერვის-ცენტრში, კომპიუტერულ დიაგნოსტირებაზე ესტუმრებით, ათებული ნათურები, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ.
Oil level warning – ძრავში აუცილებლად შეამოწმე ზეთის დონე.
Coolant Warning Light – ძრავს გაგრილების სისტემის პრობლემა აქვს. ასეთ შემთხვევაში, ავტომობილი აუცილებლად უნდა გააჩერო. მის გაგრილებას, დაახლოებით 20-25 წუთი სჭირდება, შემდეგ კი, ავზში (Expansion tank) ანტიფრიზის დონე უნდა შემოწმდეს, საჭიროების შემთხვევაში, გაგრილების სითხე ჩაამატო. თუმცა მარტო სითხის ჩამატება საკმარისი არაა, შეიძლება, გაგრილების ვენტილატორი არ მუშაობდეს და შესამოწმებელია მისი მცველები.
Check Engine – მართვის პანელზე, ანთებული ჩეკის ნათურა, გაუმართაობაზე მიგვითითებს. გამომწვევი მიზეზები ბევრია. ამის შესახებ, წინა ბლოგ-პოსტში ვისაუბრეთ და შეგიძლიათ გაეცნოთ.
Battery Light – აკუმულიატორის სიმბოლო გვამცნობს, რომ გამტარ ქსელში ძაბვა, დასაშვებზე ქვევით დაეცა. პრობლემა შეიძლება იმალებოდეს შემდეგ დეტალებში, როგორიცაა: კლემები, აკუმულიატორის ცვლადი დენის გენერატორი ე.წ. დინამო ან სტარტერში.
ABS warning light – ავტომობილის ანტიბლოკირების სამუხრუჭე სისტემა არ მუშაობს.
Brake warning light – ხელის მუხრუჭია ამოწეული ან სამუხრუჭე სითხეს (Brake fluid) სჭირდება ჩამატება.
Power Steering Warning Light– საჭის გამაძლიერებელს ან საჭის ელექტრო გამაძლიერებელს აქვს ხარვეზი.
Transmission Fault – გვაუწყებს, რომ გადაცემათა კოლოფი გაუმართავია.
TPMS – საბურავებში დაბალი წნევაა და ჰაერი უნდა დაამატოთ.