რატომ ანთებს Check Engine-ს ?

ალბათ ერთხელ მაინც შეგიმჩნევიათ, ავტომობილის ხელსაწყოთა პანელზე, ყვითლად ანთებული წარწერები: Check, Check Engine ან Service Engine Soon.  ამ წარწერით, ავტომობილის კომპიუტერი გვატყობინებს, რომ სისტემაში, გაუმართაობაა აღმოჩენილი და უნდა ვესტუმროთ სერვი ცენტრს.

Check-ის ნათურის ანთება, შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა გაუმართაობებმა, როგორიცაა:

  1. დაბალი ოქტანობის საწვავმა
  2. მფრქვევანა (Fuel injector)
  3. აალების სანთლები (Spark Plugs)
  4. ლამბდა ზონდი (Oxygen sensor)
  5. კატალიზატორი (Catalytic converter)
  6. საწვავის ფილტრი (Fuel filter)

დაბალი ოქტანობის საწვავი – საზოგადოებაში დამკვიდრდა მითი, თითქოს ამერიკიდან იმპორტირებულ ავტომობილს, მაღალი ოქტანობის ბენზინი არ სჭირდება, შესაბამისად, ავტომობილს ევრო რეგულარზე ამუშავებენ. ეს დამოკიდებულება კი მცდარია, რატომ? საქართველოში და ევროპაში ოქტანობის განმსაზღვრელად, გამოიყენება ინდექსი RON, ხოლო ამერიკაში AKI. ამერიკულ ავტომობილის, საწვავის ავზის ხუფზე, მითითებულია 90-91 AKI, ნიშნავს ევროპული 95 RON-ს, უფრო კონკრეტულად ევრო პრემიუმი. შესაბამისად, არასწორად შერჩეულმა საწვავმა, შეიძლება Check-ის ნათურა აგვინთოს.

მფრქვევანა – თუ წვის კამერაში, შესაბამისი რაოდენობის საწვავი, წნევით აღარ შეიფრქვევა, დიდი ალბათობაა იმისა, რომ Check-ის ნათურა აანთოს.

აალების სანთლები – თუ ავტომობილში დროულად არ ხდება აალების სანთლების გამოცვლა ჩნდება სხვადასხვა პრობლემები. მაგალითად, არ ხდება საწვავის დროული აალება, ირღვევა ძრავის დინამიკა (რთულად იქოქება ავტომობილი და სხვა). აალების სანთლები ინდივიდუალური საექსპლუატაციო რესურსით გამოირჩევა, თუმცა კლასიკური აალების სანთლები, ყოველ 20,000 კილომეტრის გავლისას უნდა შეიცვალოს, პლატინის 80,000 ხოლო ირიდიუმის 100,000.

ლამბდა ზონდი – მისი შეცვლა რეკომენდირებულია, ყოველ100,000 კილომეტრის გავლისას.

კატალიზატორი – ქიმიური რეაქციის გზით, მავნე ნივთირებებს, გარდაქმნის ნაკლებად მავნედ. მასაც აქვს თავისი ვადები. ის ყოველ 150,000 კილომეტრზე უნდა შეიცვალოს. გაუმართავმა კატალიზატორმა, შეიძლება Check-ის ნათურა აანთოს.

საწვავის ფილტრი – საწვავის ფილტრი, ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია. ის პასუხს აგებს ფილტრაციაზე, ანეიტრალებს საწვავის ავზის ჟანგს და ჭუჭყს. წყლის კონდენსატის შედეგად წარმოქმნილი კოროზია, ჭუჭყი, ფისი და გაჭედილი მილები, საწვავის ფილტრს აბინძურებენ, ხოლო გაჭედილი ფილტრი, თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს ანუ გამტარობა აღარ ჰყოფნის. ის ყოველ 30,000 კილომტრზე უნდა შეიცვალოს.

კომპანია პრემიქსი გთავაზობთ, ავტომობილის დიაგნოსტირებასა და შეკეთებას სპეციალური, ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით. აქ თქვენ დაგხვდებათ:

  • გარანტირებული ხარისხი
  • ყველაფერი ერთ სივრცეში
  • კვალიფიცირებული თანამშრომლები