რა არის და როგორ მუშაობს აკუმულატორი?
რა არის ავტომობილის აკუმულატორი?
ავტომობილის აკუმულატორი ელექტროენერგიის ერთგვარი პორტატული რეზერვია.
აკუმულატორი გამოიმუშავებს და აწვდის ენერგიას ავტომობილში არსებულ ყველა ელექტრო მოწყობილობას, შესაბამისად, თუკი აკუმულატორს ექმნება პრობლემა, არსებობს ალბათობა, რომ ავტომობილის ელექტრო სისტემებიც გამოვიდეს მწყობრიდან.
როგორ მუშაობს აკუმულატორი?
აკუმულატორის გამართული ფუნქციონირება გარკვეულწილად კავშირშია ავტომობილის უსაფრთხო ფუნქციონირებასთან, რადგან იგი ენერგიით ამარაგებს: საქარე მინის გათბობის სისტემას; ახლო და შორი ხედვის ნათურებს; სალონის გათბობისა და გაგრილების სისტემას გაჩერებულ მდგომარეობაში,რაც წელიწადის როგორც ცივ, ასევე ცხელ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია.
რომელი ფაქტორები ახდენენ გავლენას აკუმულატორის მუშაობაზე?
კლიმატი აკუმულატორის ერთ-ერთი მთავარი მტერია. მას პრობლემებს არამხოლოდ სიცივე და დაბალი ტემპერატურა, არამედ სიცხეც უქმნის. მაღალი ტემპერატურა აკუმულატორში კოროზიის პროცესს აჩქარებს, შესაბამისად ასუსტებს მის სიცოცხლისუნარიანობას;
ასევე აკუმულატორზე ცუდად მოქმედებს ავტომობილის ჩამქრალ მდგომარეობაში დიდი ხნით გაჩერება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია აკუმულატორის ენერგია სრულიად გაიხარჯოს.
როგორ გავახანგრძლივოთ აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობა?
აკუმულატორის მდგომარეობის მუდმივი შემოწმება და მოვლა გადამწყვეტი ფაქტორია მისი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებისა და მოულოდნელად მწყობრიდან გამოსვლის თავიდან აცილებისათვის. სასურველია აკუმულატორის შესაძლებლობები და სასიცოცხლო ლიმიტი იქამდე შევამოწმოთ, სანამ უშუალოდ პრობლემას შევეჩეხებით.
აკუმულატორის ექსპულატაციის ვადა საშუალოდ 3-5 წელია. თუ თვლით, რომ მისი შეცვლის დრო დადგა, გვეწვიეთ პრემიქსის სერვის-ცენტრებში და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი აკუმულატორი საუკეთესო პირობებით!