საცხებ-საპოხი საშუალებები რომელიც უნდა შევცვალოთ
ავტომობილის მოვლის პროცესში, მაღალი ხარისხის საცხებ-საპოხი საშუალებების გამოყენება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, ხოლო დროულად შეცვლილი სითხეები კი, ავტომობილს უხანგძლივებს ექსპლუატაციის ვადას. დღევანდელ ბლოგ-პოსტში, ვისაუბრებთ იმ ძირითად საცხებ-საპოხ საშუალებებზე, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ესენია:
- ძრავის ზეთი
- ანტიფრიზი
- გადაცემათა კოლოფის ზეთი
- დიფერენციალის ზეთი
- ჰიდრავლიკის ზეთი
- სამუხრუჭე სითხე
ძრავის ზეთი – ავტომობილის ძრავის ზეთი ძველდება და დაძველების შემდეგ, საჭირო მახასიათებლებს და უნიკალურ თვისებებს კარგავს. საქართველოს პირობებში, ზეთი და ზეთის ფილტრი, სასურველია მალევე 8,000 (5,000 მილი) კილომეტრის გავლისას შეიცვალოს.
ანტიფრიზის კონცენტრატი – კოროზიისაგან იცავს ფოლადს, მისი მეშვეობით კი ზამთარში ძრავა არ იყენება, ზაფხულში გვიცავს დუღილისგან. ანტიფირიზი ავტომობილში, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეცვალო, რადგან 3 წლის შემდეგ ვადა გასდის და კარგავს უნიკალურ თვისებებს.
გადაცემათა კოლოფის ზეთი – გადაცემათა კოლოფი, საჭიროებს სწორ ექსპლუატაციას. პერიოდულად უნდა ვამოწმოთ, როგორც ზეთის დონე, ასევე სიბლანტე.
- CVT ვარიატორულ გადაცემათა კოლოფში ზეთი, ყოველ 30-35,000 კილომეტრზე უნდა შეცვალო.
- ავტომატურ გადაცემათა კოლოფში 60-80,000 კილომეტრის გავლისას
- მექანიკურ კოლოფში კი, ყოველ 80-100,000 კილომეტრზე.
დიფერენციალის ზეთი – ყველაფერი დამოკიდებულია, როგორც ავტომობილის მოდელზე, ასევე მუშაობის პირობებზე. დიფერენციალის ზეთი, ყოველ 50,000 კმ-ის გავლისას იცვლება.
ჰიდრავლიკის ზეთი – როგორც სხვა ზეთები, ჰიდრავლიკის ზეთიც ძველდება და მასაც ჭირდება შეცვლა. ის ყოველ 50-60,000 კმ-ის გავლისას უნდა შეცვალო.
სამუხრუჭე სითხე – მისი ფუნქციაა: მუხრუჭზე ფეხის დადგმისას, წნევა გადასცეს, მთავარი სამუხრუჭე ცილინდრიდან, საბურავის მუხრუჭამდე. პრაქტიკულად სამუხრუჭე სითხე, ავტომობილის გაჩერებაში იღებს მონაწილეობას. ასევე ის პოხავს რეზინის და მეტალის დეტალებს. მასაც აქვს თავისი ვადა და როგორც სხვა ზეთები, ისიც ძველდება, კარგავს თვისებეს. სამუხრუჭე სითხე, სასურველია ყოველ 60,000 კილომეტრის გავლის შემდეგ შეცვალო.