ყველაფერი ძრავის ზეთის შესახებ
იმისათვის, რომ ჩვენმა ავტომობილმა გამართულად იმუშაოს და გაუხანგძლივდეს ექსპლუატაციის ვადა, საჭიროა ძრავის ზეთის სწორად შერჩევა. კონკრეტული ავტომობილისათვის, რეკომენდირებულ სიბლანტეს და კატეგორიას, ავტომწარმოებელი აწესებს. მის შერჩევაში, კომპანია პრემიქსის პროფესიონალთა გუნდი დაგეხმარებათ. 2008 წლიდან, კომპანია პრემიქსი, ლიდერი იაპონური ბრენდის, ENEOS-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორია, ხოლო ფრანგული პრემიუმ ბრენდის TOTAL-ის 2019 წლიდან.
ზეთი, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წყალი ცოცხალი ორგანიზმისთვის. მას, რთულ პირობებში უწევს მუშაობა, მისი ძირითადი ფუნქციებია:
- ხახუნის შემცირება
- ძრავის დეტალების გაგრილება
- ნამწვის ზედაპირიდან ჩამორეცხვა
- კოროზიისგან დაცვა
ხახუნის შემცირება – ზეთი, ძრავის დეტალებს გარს ეკვრის. მისი მეშვეობით, მცირდება მათი ცვეთა და ფიზიკური დაზიანება.
გაგრილება – ძრავში არსებული დეტალები ხურდება, მუდმივი ცირკულაციის მეშვეობით კი, ზეთი უზრუნველყოფს მათ გაგრილებას.
გაწმენდა – მუშაობის პროცესში წარმოიქმნება საწვავის ნამწვი, კონდესატი და სხვა. ამ ყველაფრის გაწმენდაში, ძრავის ზეთი ეხმარება.
კოროზიისგან დაცვა: წვის შედეგად წარმოიქმნება მჟავები. მავნე ნივთიერებას კი, ძრავის ზეთი ანეიტრალებს და იცავს კოროზიისგან.
რატომ შავდება ზეთი ?
დაბალი ხარისხის საწვავი, წარმოქმნის არასრული წვის ნარჩენს, ის შავი ფერისაა. წვის ნარჩენი, ერევა ზეთს და აშავებს მას. გარდა ამისა ზეთს, საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზე უწევს მუშაობა.
ეტიკეტირებაზე დატანილი ინფორმაცია
როგორც წესი, ზეთის შეძენისას ეტიკეტირებას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, რაც დიდი შეცდომაა. მასზე დატანილი ინფორმაცია, ჩვენი ავტომობილისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ის არც მეტი არც ნაკლები, ზეთის სიბლანტის აღმნიშვნელია (10W-40, 5W-30, 5W-40, 0W-20 და ა.შ.) ისინი შემდეგნაირად იშიფრება: მარცხენა ციფრი, მიუთითებს ზეთის სიბლანტის ხარისხს დაბალ ტემპერატურაზე, რამდენად ადვილად იმოძრავებს ზეთი სისტემაში. ხოლო W-აღნიშნავს ზამთარს (winter). მარჯვენა ციფრი კი, მიუთითებს, სიბლანტის ხარისხს მაღალ ტემპერატურაზე.
აბრევიატურა API, ACEA-ს, იშიფრება შემდეგნაირად: API ამერიკის ნავთობის ინსტიტუტი (American Petroleum institute), ACEA – ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაცია (Association des Constructeurs Europeens d’Automobiles) . API SN/CF – S ბენზინის ძრავის აღმნიშვნელია, ხოლო C მიგვანიშნებს, რომ დიზელის ძრავისთვისაა. რაც შეეხება ACEA კლასიფიკაციას, აქ ასოების კომბინაცია, A/B ბენზინისა და დიზელის ძრავებს აღნიშნავს A3/B3, A3/B4, A5/B5.
არსებობს სხვადასხვა სიბლანტის ზეთები, როგორიცაა:
- ნახევრად სინთეტიკური (Semi Synthetic)
- სრული სინთეტიკური (Fully Synthetic)
- მინერალი (Mineral)