7 რჩევა ავტომანქანის ზამთრისთვის მოსამზადებლად

ისევე როგორც ადამიანებს, მანქანებსაც სჭირდებათ ზამთრისთვის მომზადება და გარკვეული პროცედურების ჩატარება, იმისთვის, რომ გამართულად ფუნქციონირება შეძლონ. ზამთარი მძღოლებსა და თავად მანქანებს უამრავი სხვადასხვაგვარი გამოწვევის წინაშე აყენებს: ხან შეიძლება მოყინული გზა შეგხვდეთ, ხანაც ძლიერი ქარბუქის გამო ხილვადობა გაუარესდეს, ან სულაც, სიცივისგან რადიატორში წყალი შეიძლება გაიყინოს. ამ ბლოგში თქვენ წაიკითხავთ 7 რჩევას, როგორ უნდა მოემზადოთ თქვენ და თქვენი ავტომობილი ზამთრისთვის.

1) შეამოწმეთ საქარე მინის საწმენდების მდგომარეობა. იმისათვის, რომ ძლიერ თოვაში, ქარბუქსა თუ წვიმაშიც კი, უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლოთ , პირველ რიგში საჭიროა მწყობრში გქონდეთ საქარე მინის საწმენდები. ამინდის უბრალო ცვლილებამაც, კი შეიძლება პრობლემა შეგიქმნათ თუ თქვენი მინის საწმენდები სწრაფად არ მოძრაობს, ან ხაზებს ტოვებს საქარე მინაზე და გართულებულ ხილვადობაში თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.

2) შეამოწმეთ აკუმულატორი, დარწმუნდით, რომ არ არის დაწყებული კოროზია სარჭების დაკავშირების წერტილებში. შეამოწმეთ აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობა სპეციალური აპარატებით. ასეთი აპარატები კი პრემიქსის ყველა სერვისცენტრში დაგხვდებათ, სადაც პროფესიონალი მექანიკოსები მოგემსახურებიან.

3) დარწმუნდით, რომ რადიატორში ანტიფრიზის სითხის დონე საკმარისია იმისთვის, რომ ცივ ტემპერატურაზე არ გაიყინოს. ჩვენი პროფესიონალი მექანიკოსების რჩევით, ანტიფრიზისა და წყლის პროპორცია ერთმანეთთან 60/40-ს უნდა შეადგენდეს. უმჯობესია ყოველი ზამთრის დაწყებისას შეამოწმოთ ანტიფრიზის შეფარდება წყალთან თქვენს რადიატორში, რადგან ზამთარში რადიატორის სითხის გაყინვა ნებისმიერი მძღოლისთვის კოშმარს იწვევს.

4) მოამზადეთ და მანქანაში შეინახეთ რთულ სიტუაციებში გამოსადეგი ნივთების, ხელსაწყოებისა და გადაუდებელი დახმარების ნაკრები. არასდროს იცით გზაზე რა გელოდებათ, ამიტომ უმჯობესია ყოველთვის გქონდეთ მანქანაში შემდეგი ნივთები: ხელთათმანები, ხელსაწყოების ნაკრები, საბუქსირე ჯაჭვები, დამუხტვის კაბელები, სათადარიგო საბურავი, საბურავების გამოსაცვლელი მოწყობილობები, პირველადი დახმარების ნაკრები და სხვა.  მარტივად რომ ვთქვათ, ეცადეთ მოამზადოთ ის ნაკრები, რომელიც, თქვენი მარშრუტიდან გამომდინარე, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოძრომაში დაგეხმარებათ.

5) დააყენეთ ზამთრის საბურავები. გაითვალისწინეთ, რომ საბურავებს გააჩნიათ ვარგისიანობის პერიოდი, რაც, როგორც წესი, წარმოებიდან 18-24 თვით შემოიფარგლება. თუ წინა წლის საბურავებს იყენებთ, შეამოწმეთ პროტექტორები, დარწმუნდით, რომ არ არიან გაცვეთილები და ექნებათ კარგი მოჭიდება.

6) შეამოწმეთ საბურავების წნევა. საბურავების წნევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარგი მოჭიდებისთვის.

7) საბარგულში შეინახეთ 8-9 კილოგრამამდე ქვიშა ან მარილი, რათა მოყინული ადგილებიდან მანქანის უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლოთ. თუ ერთხელ მაინც გაჭედილხართ მოყინულ ზედაპირზე, გეცოდინებათ როგორი რთულია ავტომობილის დაძვრა მაშინ, როცა ყინულსა და საბურავებს შორის ნულოვანი მოჭიდება და ხახუნია. ქვიშა და მარილი კი სწორედ მოჭიდებას უწყობს ხელს და გიმარტივებთ მანქანის ადგილიდან დაძვრას.

მთავარი რჩევა კი შემდეგია – ატარეთ ავტომანქანა ყურადღებით. თუ ავტომანქანის შემოწმებას პროფესიონალებს ანდობთ, გვეწვიეთ პრემიქსის სერვის-ცენტრში, ჩვენთან ყველაფერია თქვენი ავტომანქანის უსაფრთხოების შესამოწმებლად და თქვენი ავტომანქანაც ზამთრისთვის იდეალურად მზად იქნება.