KYB-ის ტესტი: რა გავლენა აქვს ამორტიზატორებს ავტომობილის მართვაზე

ყველასათვის ცნობილია, რომ მართვის უსაფრთხოებისთვის, იმისათვის, რომ ადვილად დასამორჩილებელი და მანევრირებადი იყოს ჩვენი ავტომობილი რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი დაკიდების სისტემის ხარისხს. დაკიდების სისტემის ხარისხის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ამორტიზატორებია. როგორც წესი ამორტიზატორებს ყურადღებას ვაქცევთ მხოლოდ მაშინ თუ ის დაზიანდება და ხმაურობს.
არადა მისი ხარისხის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ავტომობილის ბალანსის შენარჩუნება და სირბილეა.
ვიდეოში მოცემულია ცნობილი ბრენდის KYB-ის ტესტი, სადაც ერთმანეთს ადარებენ ახალი და ძველი ამორტიზატორებით აღჭურვილ ავტომობილების მართვაზე კონტროლს.
ერთი შემთხვევაში დაიტესტა ავტომობილი, რომელსაც გავლილი აქვს 80 000 კმ და აღჭურვილია ორიგინალი ამორტიზატორებით, როლო მეორე  შემთხვევაში აღჭურვილია KYB- ს ახალი ამორტიზატორებით. ავტომობილებმა შეასრულეს სლალომის ტესტი. ვიდეოში ნახავთ შენელებულ კადრებს იმისათვის, რომ განსხავებები მათ შორის თვალსაჩინო ყოფილიყო.
ვიდეოში ცხადად ჩანს რამდენად რესპონსიულია და ადვილი დასამორჩილებელი  ავტომობილი ახალი ხარისხიანი ამორტიზატორებით და რა გავლენა აქვს მართვაზე ნახმარ ამორტიზატორებს.