Rivian – ახალი კომპანია, რომელიც სულ რაღაც 1 თვეში მესამე ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებელი გახდა
Rivian, 12 წლის წინ შექმნილი სტარტაპი, მსოფლიოში მესამე ყველაზე დიდი მანქანის მწარმოებელი კომპანია გახდა. ეს სტარტაპი საფონდო ბირჟაზე სულ რაღაც ერთი კვირაა გამოჩნდა, თუმცა მისი ღირებულება ამ პერიოდში ორჯერ გაიზარდა.
Rivian-ის ღირებულება დღესდღეისობით $140 მილიარდს შეადგენს, რითიც 1 მილიარდით უსწრებს Volkswagen-ის ღირებულებას ($139 მილიარდი ) და მხოლოდ Toyota-ს ($306 მილიარდი) და Tesla-ს ($1 ტრილიონი) ჩამორჩება. კომპანიამ პოპულარობა ინვესტორებში ჯერ კიდევ უშუალოდ ბაზარზე გამოსვლამდე მოიპოვა. Rivian-ის დიდი გულშემატკივარი თავად ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი არის, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ 2019 წელს მან კომპანიის 20 პროცენტი შეიძინა, რაც კიდევ უფრო გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ავტომწარმოებელთან გვაქვს საქმე.
რივიანის პირველი მოდელი სულ რაღაც 1 თვის წინ, 2021 წლის 21 ოქტომბერს გაიყიდა. კომპანიის მიერ გამოშვებული მოდელი – Rivian R1T წლის სენსაცია გახდა და უკვე დაიმსახურა ავტომოყვარულთა დიდი ყურადღება და მოწონება. ბაზარზე ელექტრო მანქანების პოპულარობა არახალია. ანალიტიკოსები და ტესლას შექმნელი ილონ მასკიც კი ფიქრობს, რომ ელექტრონული მანქანების მწარმოებელი ორგანიზაციების ღირებულება ზედმეტად დიდია.
მიუხედავად ამისა, მათი მნიშვნელობა და პოპულარობა კიდევ იზრდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ Rivian-ი შესაძლოა მალე გახდეს როგორც მინიმუმ მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მანქანების მწარმოებელი კომპანია. ინვესტორები, რომლებმაც წლების წინ ტესლას შესახებ არაფერი იცოდნენ და ვერ გათვალეს მისი მოსალოდნელი პოპულარობა, ახლა ცდილობენ რომ Rivian-ის აქციების ყიდვით გამოასწორონ თავიანთი შეცდომა. მიუხედავად დიდი პოპულარობისა საკმაოდ ბევრია Tesla-ს სკეპტიკოსების რიცხვი მსოფლიოში, შესაბამისად Rivian-ს ამ სეგმენტის მოზიდვითაც აქვს შანსი გაზარდოს თავისი შემოსავლები და პოპულარობა.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Rivian-ის სახით ბაზარზე გამოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მანქანის მწარმოებელი კომპანია, რომელმაც შესაძლოა აბსოლიტური გადატრიალება მოახდინოს ავტო ინდუსტრიაში. Rivian-ს აქვს შანსი დააჩქაროს თანამედროვე ავტოინდუსტრიაში ელექტრონული მანქანების დომინაციის პროცესი.