8 მაისს “ბირთვისის ბრძოლა” გაიმართა

საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევში დაიწყო. 2021 წლის სეზონმა   სტარტი 8 მაისს არბეთი- ომლევის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღო. პირველ ეტაპზე სახელწოდებით “ბირთვისის ბრძოლა”  21 პროფესიონალი ავტომრბოლელი მონაწილეობდა. ავტომობილების მიზანი განსაზღვრული მონაკვეთის მაქსიმალურად სწრაფად და უშეცდომოდ დაფარვა გახლდათ.
შეჯიბრების ფარგლებში ორი სავარჯიშო გარბენი და სამი ჩათვლითი რბოლა გაიმართა. 2020 წლის სეზონის გამარჯვებულმა სანდრო თავართქილაძემ ლიდერობა ამჯერადაც არაივს დაუთმო და პირველი ეტაპის აბსოლუტ კლასის გამარჯვებული გახდა. ამავე კლასში მეორე და მესამე ადგილები ვანო მძელურმა და ვლადიმერ კუხიანიძემ გაინაწილეს.

ჩემპიონატი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და მიზანი ქუჩის რბოლების შეჯიბრებაში გადატანაა, რომელიც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით იმართება და ხელს უწყობს სპორტის განვითარებას.სეზონის განმავლობაში  საქართველოს მასშტაბით საერთო ჯამში აღმართის დაძლევაში კიდევ 4 ეტაპი ჩატარდება.
შეჯიბრების ფარგლებში ორი სავარჯიშო გარბენი და სამი ჩათვლითი რბოლა გაიმართა. ხოლო საერთო ჯამში კლასების მიხედვით პოდიუმზე შემდეგი ავტომრბოლელები მოხვდნენ:

კლასი 5B
I ადგილი – ვალერი გიორგაძე
II ადგილი – თენგო მელაშვილი
III ადგილი – გიორგი მჭედლიშვილი

კლასი 3A
I ადგილი – სანდრო თავართქილაძე
II ადგილი – ლადო კუხიანიძე
III ადგილი – ზუკა ოძელაშვილი, ლადო გოგუა(შტურმანი)

კლასი აბსოლუტი
I ადგილი – სანდრო თავართქილაძე
II ადგილი – ვანო მძელური
III ადგილი – ლადო კუხიანიძე

ფოტოები: სოსო გახოკია