ახალი, სრულიად ელექტრო BMW i4

ის რომ ელექტრო ავტომობილების ერა იწყება ცალსახად დაეტყო სრულიად ავტოინდუსტრიას. თითქმის ყველა დიდი ავტომწარმოებელი დღითი-დღე აუმჯობესებს ელექტრო მოდელებს და მომხმარებელს სთავაზობს ტექნოლოგიური და დიზინის მიმართულებით მომავლის ხედვას.
რა თქმა უნდა ამ პროცესს არ ჩამორჩება  BMW და პოზიციების გამყარებას იწყებს ახალი, სრულიად ელექტრო Gran Coupe i4-ის წარმოდგენით.
ოფიციალურ წარდგენამდე  BMW-მ გაასაჯაროვა პირველი სრულიად ელექტრო ავტომობილი i4 იგივე THEi4.
კონცეფციიდან საბოლოო ვერსიამდე  i4  შექმნილია, რომ იყოს სრულყოფილი ელექტრო ავტომობილი. როგორც  მწარმოებელი აცხადებს ელექტრომობილების მომავალი არის სწორედ i4-ში, რადგან იგი შეიქმნა გრძელი დისტანციის თავგადასავლებისთვის.

ზოგადი მონაცემები შთამბეჭდავად გამოიყურება:
დაფარვის დიაპაზონი: ერთი დატენვით გადის 590 კილომეტრს, 390 kW სიმძლავრით კი  0-100 კმ/სთ-მდე ჩქარდება 4 წამში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ   i4 იქნება ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ავტომობილი. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი სიძლავრის აჩქარების დროს სადაც ავტომობილი „კატაპულტივით“ წყდება ადგილს,  საჭიროა არ დაკარგოს კურსი და სიჩქარე, ამისათვის შეიმუშავეს უახლესი ტექნილოგიების ამორტიზატორები რაც უზრუნველჰყობს სიმძლავრისა და აჩქარების დროს ავტომობილის მართვის სრულ კონტროლსა და დინამიურობას.
i4-ის კიდევ ერთი უპირატესობა არის მისი ერთი დატენვით დაფარვის მანძილი 590 კმ. დიახ, მანძილიც შთამბეჭდავად გამოიყურება და ამასთაან ერთად კომპანია ამბობს, რომ  Gran Coupe-სთვის შექმნილი დაკიდების სისტემა და მართვის კომფორტი, ავტომობილს ადვილად მოსახმარს ხდის, როგორც ყოველდღიური გადაადგილებისთვის ქალაქში, ასევე გრძელ დისტანციაზე სამოგზაუროდ მაღალ სიჩქარეებსა და რთული მართვის პირობებში.

სრულყოფილებისთვის რა თქმა უნდა იზრუნეს აეროდინამიკაზე, მასის გადანაწილებაზე და დაკიდების სისტემაზე რამაც ასევე გავლენა იქონია ავტომობილის მანევრირების სიზუსტესა და მოხვევის კუთხეზე. გაიზარდა გზის ზედაპირთან ავტომობილის მოჭიდების ხარისხი და მდგრადობა. ამ ყველაფრით გერმანული გიგანტი გარდა ტექნოლოგიური განვითარებისა აქცენტს მოდელის უსაფრთხოებაზე აკეთებს.

მოკლედ, დაველოდოთ 2022-ის ოფიციალური წარდგენის შემდეგ, რა მოდელებს და სიახლეებს შემოგვთავაზებენ  BMW-ს კონკურენტები. იქამდე კი დატკბით THEi4-ით.

წყარო: bmw.com