ელექტრო კროს-კუპის Nissan Ariya-ს წარმოება გადაიდო
Nissan-ის პირველი ელექტრო კროს-კუპის, Ariya-ს დებიუტი, 2020 წლის 14 ივლისს გაიმართა. მისმა გამოჩენამ, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. კომპანიის თქმით, ამერიკის ბაზარზე, 2021 წლის მეორე კვარტალში უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ მისი წარმოება ნახევარი წლით გადაიდო. Bloomberg-ის და Reuters-ის, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, Asako Hoshino-მ განაცხადა, რომ: „ჩვენ მიზნად ვისახავდით წარმოება, ამა წლის შუა რიცხვებში დაგვეწყო, თუმცა COVID-19-ით გამოწვეული პანდემია, იმაზე მეტხანს გასტანა, ვიდრე მოსალოდნელი იყო“ – არადა ანალიტიკოსების თქმით, Nissan–ის წარმატების გასაღები, Ariya-ში იმალება. შესაბამისად, თითოეული შეფერხება ცუდად აისახება ბრენდის სამომავლო განვითარებაზე.

რატომ შეფერხდა წარმოება ? – კროს-კუპე, სავსეა ინოვაციური ტექნოლოგიებით, ისინი საჭიროებენ სათითაოდ ტესტირებას. სამწუხაროდ პროცესი, დროებით შეჩერებულია, ვინაიდან, ნახევარგამტარები დეფიციტში აღმოჩნდა. ამის გარეშე კი, ვერ მოხერხდება ProPilot 2.0-ის დანერგვა.

Nissan Ariya ახალ პლატფორმაზე აიგო, მისი სიგრძე 4595 მმ, ხოლო სიგანე 1850 მმ-ს შეადგენს. იგეგმება, როგორც წინა წამყვანის 2WD, ასევე AWD-ის წარმოება. ყველა მოდელს e-4ORCE სისტემა ექნება. ინოვაციური სისტემა კი, ლიანდებს შორის სიმძლავრეს აკონტროლებს. საბაზისო მოდელი, Ariya 2WD აღჭურვილი იქნება, 218 ცხენისძალიანი, 63 კილოვატიანი (kwh) ელემენტით. ის 0-დან 100 კმ/სთ-ს 7.5 წამში ავითარებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ს შეადგენს. რაც მთავარია, ერთი დამუხტვით 340 კილომეტრს გაგვატარებს.

მისი ინტერიერი ძალიან მინიმალისტურია, კოკპიტზე მოთავსებულია ორი 12,3 დუიმიანი სენსორული ეკრანი, მულტიფუნქციური საჭე. ყველაზე დიდი სიახლე ის არის, რომ კლიმატ კონტროლის სენსორული ღილაკები, მოთავსებულია კოკპიტის პანელზე. თითქოს ინოვაციურია, მაგრამ ძალიან მოუხერხებელია. სავარძლებს შორის მოთავსებულია დიდი სამკლავური, ის სურვილისამებრ რეგულირდება. მასზე მოთავსებულია გადაცემათა კოლოფის ჯოისტიკი, ასევე ინტეგრირებულია ნოუთბუქის მაგიდა

Nissan-ის ელექტრო კროს-კუპეს, ექნება ისეთი სასარგებლო ფუნქციები, როგორიცაა: ხმოვანი ბრძანებები, ავტომატური დამუხრუჭების სისტემა (AEB), 360° გრადუსიან კამერები და ProPilot. ნახევრად ავტომატური, მოძრაობის სისტემა (driving system), მძღოლს დაეხმარება, მისგან დამოუკიდებლად დაპარკინგებაში.
2021 წლის, Nissan Ariya-ს ფასი $40,000-დან დაიწყება.