ელონ მასკი: ავტოპილოტი ჩართული არ ყოფილა

რამდენიმე დღის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ელონ მასკი ტვიტით გამოეხმაურა, სადაც ამბობს: ინფორმაციის ამოღების შემდეგ ჩანს, რომ ავტოპილოტი ავარიის მომენტში ჩართული არ ყოფილა. უფრო მეტიც, სტანდარტული ავტოპილოტი რომ ჩაირთოს მოითხოვს გზაზე სპეციალურ ხაზებს, რომლებიც იმ ქუჩას, სადაც ავტოსგზაო შემთხვევა მოხდა არ აქვს.

ელონ მასკის ტვიტი

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტეხასში ავტოსაგზაო შემთხვვის დროს ორი ადამიანი გარდაიცვალა.  მაღალი სიჩქარით მოძრავი Tesla Model S გზიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით Tesla Model S იმართებოდა ავტოპილოტით, სადაც მძღოლი საჭესთან არ იჯდა. გარდაცვლილი ადამიანებიდან ერთი მძღოლის გვერდზე სავარძელში, ხოლო მეორე უკანა სავარძელში იმყოფებოდა.


წყარო: autoevolution.com