ჟენევის ავტოშოუ 2022 წელს დაგვიბრუნდება
ავტოინდუსტრიის მთავარ ღონისძიება, ჟენევის საერთაშორისო ავტოშოუ, 2022 წლიდან დაგვიბრუნდება. ამჯერად თებერვლის თვეში გაიმართება, თარიღიც უკვე ცნობილია, პრესის დღეები: 17-18 თებერვალი, ხოლო 19-27 თებერვლის ჩათვლით, ვიზიტორებს უმასპინძლებს. რაც შეეხება ავტომწარმოებლებს, მათ ივლისის შუა რიცხვებამდე აქვთ ვადა, რათა დაადასტურონ, ავტოშოუში საკუთარი მონაწილეობა.
პირველად ჟენევის საერთაშორისო ავტოშოუ, 1905 წელს ჩატარდა და 37,000 ვიზიტორს უმასპინძლა, მას შემდეგ ტრადიციულად მარტის თვეში იმართებოდა. 1926 წელს სპეციალურად ავტოშოუსთვის, საგამოფენო სივრცეც, Palais des Expositions აშენდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომმა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ტრადიციის აღდგენა, მხოლოდ 1947 წელს შეძლეს.
სამწუხაროდ ისტორია განმეორდა, 2020 წლის ჟენევის საერთაშორისო ავტოშოუ, რომელიც 5 მარტს უნდა გახსნილიყო და 15 მარტს დასრულებულიყო, კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, გაუქმდა. არადა 2020 წელს, Geneva International Motor Show-ს, 115 წლის იუბილე შეუსრულდა. ორგანიზატორებმა 11 მილიონი შვეიცარული ფრანკით იზარალეს. ბილეთების საფასური, ყველა მყიდველს აუნაზღაურდა.