საქართველოს დრიფტის სერიების პირველი ეტაპი ნოდო კოდუას გამარჯვებით დასრულდა

საქართველოს დრიფტის სერიები 2021 – ის პირველი ეტაპი ნოდო კოდუას გამარჯვებით დასრულდა. 11 აპრილს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, “BMW CLUB GEORGIA”-ს ორგანიზებითა და საქართველოს საავოტმობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, ორ სხვადსხვა კლასში საქართელოს ჩემპიონატი დრიფტში ჩატარდა.

  ღონისძიებაში პრო PRO და PRO2 ავტომრბოლელების უპრეცედენტო რაოდენობა, 52 დრიფტერი მონაწილეობდა.
  შეჯიბრების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა ამინდი , ამ ფაქტორმა ღონისძიებას მეტი დაძაბულობა , ინტერესი და სირთულე შესძინა, რადგან   32  არალიცენზირებული დრიფტერი პროფესიონალებს შორის ადგილის დასაკავებლად, ხოლო ლიცენზირებული 20 დრიფტერი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოდა.
    პრო 2 კლასში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა :
  1 ადგილი – სიმონ გუნცაძე
  2 ადგილი – ნიკა კაკიაშვილი
  3 ადგილი –  ჯაბა სოროზანიშვილი
    გაცილებით დაძაბული და სანახაობრივი  ბრძოლა გაიმართა პროფესიონალთა რიგებში. შეჯიბრების ერთ-ერთი ფავორიტი მონაწილეები ნოდო კოდუა და ვახო ხურციძე ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ, სადაც ნოდო კოდუამ იამარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა.
   პრო კლასში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა :
  1 ადგილი – ნოდო კოდუა
  2 ადგილი – ვახო ხურციძე
  3 ადგილი – დავით ნუცუბიძე

   ასევე  სარბოლო ტრასების მიმდებარედ მოეწყო ექსკლუზიური ავტომობილების გამოფენა,სადაც მაყურებელბს მათი ახლოს  ნახვისა  და ფოტოების გადღების შესაძლებლობა ჰქონდათ.   აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 4-5 სექტემბერს “ევროპის ჩემპიონატი დრიფტში” -ს ფინალი თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გაიმართება, სადაც საქართველოს სახელით  ნოდო კოდუა და მევულდ მელაძე მიიღებენ მონაწილეობას.
   აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა დააწესეს გრანდიოზული პრიზი პირველი და მეორე ეტაპის 2 გამარჯვებული დრიფტერისთვის, ისინი შეუერთდებიან  „ევროპის ჩემპიონატი დრიფტში“-ს.

წყარო: საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *