შეშინებული მძღოლები, Lexus NS 4.6-ის ექსპერიმენტი !

ყოველ ჯერზე, როდესაც მართვს დროს დახედავთ ტელეფონს შეტყობინების წასაკითხად, თქვენ კარგავთ ავტომობილზე კონტროლს 4.6 წამით !იმის საჩვენებლად თუ რამდენად დიდი დროა 4.6 წამი საჭესთან და რა შედეგები შეიძლება მოყვეს ყურადღების გაფანტვას შეტყობინების წაკითხვის დროს, ლექსუსმა ჩაატარა ექსპერიმენტი.
ახალი NS გადააკეთა საექსპერიმენტო მოდელად, სიმბოლური სახელით 4.6. ავტომობილს შუშებზე გადააკრეს სპეციალური ფირი, რომელიც დისტანციურად იმართებოდა ექსპერიმენტის ავტორების მიერ და შეეძლოთ ყველა შუშაზე ხილვადობის დაბურვა 4.6 წამით.

გამართეს უფასო ტესტ დრაივი მსურველებისთვის, სადაც მართვის დროს მოულოდნელად უზღუდავდნენ ხედვადობას 4.6 წამით.
შედეგები და ემოციები იხილეთ ვიდეოში:

წყარო lexus.com