2021 წელს Jeep 4 ახალ კონცეფციას შემოგვთავაზებს

წლის სიახლე Jeep-ისგან !
სრულაიდ ელექტრო Jeep Magneto, კლასიკური შთაგონებით jeepster beach, კლდეებზე მცოცავი Jeep Red Bare Gladiator Rubicon და თვალისმომჭრელი Jeep Orange Peelz. jeep ახალ მოდელებს წარმოგვიდგენს გაზაფხულზე ბრენდის ყოველწლიურ დღესასწაულზე, რომელიც გაიმართება 27 მარტიდან 4 აპრილამდე, მოაბში (იუტა).
Jeep Wrangler Magneto EV
მთლიანი ელექტრო jeep magneto დაფუძნებულია ორკაციანი 2020 წლის jeep wrangler rubicon ის ბაზაზე. აღჭურვილია ოთხი 70 კვ/ს იანი ელემენტით, 4×4 ამძრაობით, 285 ცხენის ძალით და ექვს სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით.
4 ელემენტი განლაგებულია ძარის გარშემო რათა წონა იყოს დაბალანსებული.
Magneto -ს 0-100კმ/სთ ავითარებს 6.8 წამში
ასევე უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ bright white საღებავს, Surf blue აქცენტებით, შავი ტყავის და Royal blue სავარძლებით ღია ინტერიერში.

Jeep Gladiator Rubicon Red Bare
ეს კონცეპტი აღჭურვილია V6 3.0 EcoDiesel ძრავით და 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.
გამოიმუშავებს 260 ცხენის ძალას. აქვს start/stop სისტემა. ასევე აქვს Dana 44 წინა და უკანა heavy-duty ღერძები 4.88 კოეფიციენტით, 37 დუიმიანი
BFGoodrich ტალახის საბურავები, ქარხნული ფოლადის ბამპერები, ჯალამბარი (სახვეველა)
წინა ბამპერის გისოსის დაცვით.

Jeepster Commando Beach
Jeepster Beach სათავეს 1968 წლის Jeepster Commando-სგან იღებს, 2 კომპონენტიანი საღებავი (haza IPA და თუთიის ოქსიდი) 2.0ლ 4 ცილინდრიანი ტურბინიანი ძრავა, რომელიც ავითარებს 340 ცხენისძალას, აქვს 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, 35 ინჩიანი საბურავები, წითელი ტყავის სავარძლები და ინტერიერი.

Jeep Wrangler Orange Peelz
სახელი ნარინჯისფერი ექსტერიერის გამო დაარქვეს. არ აქვს გვერდითა და უკანა შუშები(როგორც მის წინაპრებს სჩვევიათ). საქარე მინა დამზადებულია Comind Gorilla Glass-ისგან.
კაპოტის ქვეშ კი ნახავთ 3.6ლ Pentastar V6-ს, რომელიც 285 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, 37 ინჩიანი BFGoodrich KM3 ტალახის რელიეფის საბურავები და 2 ინჩიანი lift-kit.

წყარო: motortrends.com