პირველი ქალი დითეილერი საქართველოში

ავტომობილების დეტალური წმენდის სერვისი მსოფილოში საკმაო პოპულარობით სარგებლობს, არც თუ ისე დიდი ხანია რაც მსგავსი სერვისები საქართველოშიც გამოჩნდა და ავტომფლობელების ყურდღება მიიპყრო. ავტომოყვარულებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია შეინარჩუნონ ავტომობილის სისუფთავე, დეტალების ხარისხი და ჯანსაღი გარემო ინტერიერში.
სოციალურ ქსელ ინსტაგრამში ერთ-ერთი გამორჩეული დითეილინგ სერვისის გვერდი detailing with mariam გახლავთ, რომელიც ხარისხიან  და საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობთ მისი სერვისის შესახებ. გარაჟში კი ავტომობილების სისუფთავეზე თავად მარიამი ზრუნავს, რომელიც არც მეტი არც ნაკლები პირველი ქალი „დითეილერია“ საქართველოში.
ქარბლოგი დაინტერესდა მარიამის  საქმიანობით და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

გაგვეცანი ვინ არის მარიამი, რას საქმიანობდა აქამდე და რატომ გადაწყვიტა ამ საქმის კეთება ?
მარიამ ბერძენიშვილი 29 წლის. დიტეილერობამდეც საკმაოდ საინტერესო ცხოვრება მქონდა,მუდმივად დაკავებული, სხვადასხვა სფეროებში. თუმცა ჩემი ძირითადი საქმიანობა შემოიფარგლებოდა ცეკვით და სხვადასხვა სარეკლამო რგოლებით. გადაწყვეტით,სიმართლე გითხრათ, ძალიან შემთხვევით. უბრალოდ სარეკლამო რგოლი შემომთავაზეს ერთ-ერთ პროდუქტზე და დეტალებზე სასაუბროდ რომ მოვედი გადავწყვიტეთ საქმეც მეცადა,მიუხედავად იმისა, რომ ავტომოყვარული არასდროს ვყოფილვარ,საკმაოდ მალე ავუღე ალღო და დღეს უკვე უზომოდ შეყვარებული ვარ საქმეზე რომელსაც ვაკეთებ.

რა არის დითეილინგი და რატომ უნდა ისარგებლონ ავტომფლობელებმა ამ სერვისით?
სრული დიტეილინგი მოიცავს ავტომობილის ექსტერიერის და ინტერიერის ყველა დეტალის წმენდას მოვლას და დაცვას,პრევენციული ზომების გატარებას მომავალი გარემოპირობების ზემოქმედებისაგან. სარგებლობის მიზეზებს რაც შეეხება ,იმისათვის რათა ავტომობილი მუდმივად შესანიშნავ ფორმაში იყოს,იყოს დაცული და წლებმა ვერაფერი დააკლოს))
არც თუ ისე დიდი ხანია გამოჩნდა შენი გვერდი ინსტაგრამზე და საკმაოდ პოპულარობით სარგებლობ, შენი აზრით რამ გამოიწვია დაინტერესება შენი საქმის მიმართ ?
პირველი და უმთავრესი მიზეზი რამაც ჩემს მიმართ დაინტერესაბა გამოიწვია ვფიქრობ არის ის რომ პირველი დიტეილერი ქალი ვარ საქართველოში. მომხმარებლებისთვის დღემდე ხშირად მოულოდნელია რომ რეკავენ ან ავტომობილი მოყავთ და მე ვხვდები. ესეთი ამბები ზოგადად ავტომოყვარულებში სწრაფად ვრცელდება,ამასთან Მთელ სულს და გულს ვდებ თითოეულ ავტომობილში ,რაც რა თქმა უნდა ყველას სიამოვნებს,იციან რომ სანდო ხელშია და მაქსიმალურ შედეგს დავუდებ. არასდროს მეზარება მათთან ურთიერთობა,ყველანაირად ვცდილობ რომ უკმაყოფილო არ გავუშვა გარაჟიდან არავინ. არც შელამაზებულად არ ვთავაზობ ინსტაგრამზე არაფერს,რეალობას ხედავს ყოველთვის ჩემი გამომწერი და გულწრფელობაც მოწონთ.
როგორია ქალი ავტოსამყაროში ? რა სირთულეები და დადებითი მხარეები აქვს?
საინტერესოა ნამდვილად, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. ჩემს სფეროში უმთავრესი თვისება რაც გოგოსაც და ბიჭსაც სჭირდება არის,იყო ყურადღებიანი,პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული რაც მგონია რომ გოგოებს უფრო დიდი დოზით გვაქვს 😄  სირთულეები ალბათ უფრო დასაწყისში,ნდობის მომენტი იყო,უჭირდათ მამაკაცებს იმის დაჯერება, რომ ქალს შეეძლო მათი მანქანის იდილურ მდგომარეობამდე მიყვანა. ეხლა ეგ პრობლემა აღარ მაქვს,ვისაც ჩემთან შეხება ჰქონია ყველა მენდობა. დადებით უფრო საკუთარი თავიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ,მივხვდი რომ არაფერია ისეთი რისი გაკეთებაც არ შემიძლია.საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულება მომცა. ბევრად ძლიერი და ამტანი გავხდი. საინტერესო რაღაცეები აღმოვაჩინე და საინტერესო ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა
როგორ ხედავ „დითეილინგი მარიამთან“ განვითარებას? რა სამომავლო გეგმები გაქვს?
ჯერ-ჯერობით საქართველოში ბოლომდე განვითარებული არ არის ეს სფერო თუმცა ბოლო დროს ძვრები შეინიშნება რაც ძალიან მახარებს. ამჟამად მოსწავლეები მყავს,გოგონები. ჯერ არ ვიცი როგორ გამოვა ეს ამბავი თუმცა დიდი სურვილი მაქვს რომ მეტი ქალი დასაქმდეს ამ სფეროში. რაღაც შემოთავაზებებიც არის,თუმცა ამაზე მერე,თუ შევთანხმდით. პარალელურად მეც ვცდილობ მუდმივად ყურადღებით ვიყო,ახალი რაღაცეები ვისწავლო,ვცადო, მეტად გავიზარდო პროფესიულად,ყოველდღიურად სიახლეებია პროდუქციის ტექნიკის მხრივ და მაქსიმალურად ვცდილობ საუკეთესო ვიპოვნო.ავტომობილების მოვლის სეზონი მოდის და ვეცდები სიახლეები არ გამოგაპაროთ