BMW ავსტრალიის კოლაბორაცია Leica-სთან

BMW-ს გლობალური პარტნიორობა ლეიკასთან დაფუძნებულია მათ საერთო ღირებულებებზე. თითოეული მომხმარებლის ცხოვრების ყველა მომენტი მნიშვნელოვანია. ორივე ბრენდი ცდილობს გაამდიდროს ადამიანების ცხოვრება მნიშვნელოვანი და უნიკალური მომენტებით.
ამასთან ერთად ორივე ბრენდი იღწვის მაღალი ოსტატობით და შემოქმედებით შექმნას ხარისხიანი პროდუქცია.

BMW 4 Series Coupe-ს ლოკალური წარდგენის დროს BMW ავსტრალიამ ითანამშრომლა ჯილოდს მფლობელ  სამ მელბურნელ ფოტოგრაფთან, რომლებიც ასევე არიან ლეიკას ბრენდის ელჩები. კოლაბორციის მიზანი იყო ფოტოგრაფებს აქცენტი გაეკეთებინათ
ახალი BMW 4 სერიის დიზაინსა და სილუეტზე  მელბურნის ქუჩებსა და მის შემოგარენში და თან  ეს ყველაფერი აღებეჭდათ მათივე უნიკალურ სტილში.
ფოტოები ნამდვილად შთამბეჭდავი გამოვიდა.

ROBIN LOWE
მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფი International Biennial of Contemporary Art in Florence 2019-ის გამარჯვებული.


JESSE MARLOW
მრავალგზის ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფია, რომელსაც ასევე წიგნი აქვს გამოცემული და აქვს საკუთარი სტილი ქუჩის ფოტოგრაფიაში


LIZ-LOH TAYLOR
ცნობილია, როგორც ადამიანების ცხოვრების, საზოგადოების ისტორიებისა და ემოციების  აღმბეჭდავი ფოტოგრაფი.

წყარო: www.bmw.com