საპირველაპრილო ხუმრობა

როგორც წესი ავტომწარმოებლები საპირველაპრილოდ ორიგინალურ ხუმრობებს გვთავაზობენ ხოლმე. ალბათ ბევრი მათგანი გვამახსოვრდება და შემდეგში პოზიტიურად ვიხსენებთ კიდეც.
წელს ჩვენი ფავორიტი დოჯის საპირველაპრილო ხუმრობა გახდა. საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დადო ფოტო სადაც ჩანს ღილაკი Do Not Disturb.

სტატუსში წერს: საბოლოოდ შევისმინეთ თქვენი მეზობლების წუხილი და ყველა ახალ SRT-ზე ვაყენებთ Do Not Disturb ღილაკს, მეზობლების ხმაურით შეწუხება დასრულდება.

წყარო: facebook.com/dodge