F1-ის საუკუნის რბოლა სკანდალური დასასრულით (Mercedes vs Honda)
ფორმულა ერთი ავტორბოლის ყველაზე პრესტიჟული, მაღალშემოსავლი, მაღალტექნოლოგიური და, შესაბამისად, პოპულარული სახეობაა. სპორტის 72-ე მსოფლიო ჩემპიონატმა მაყურებლებში განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაიმსახურა. მთელი სეზონიც მანძილზე “მერსედესის” პილოტი 7 გზის მსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰამილტონი და “რედ ბულის”(ჰონდა) მაქს ვერსტაპენი ერთმანეთს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ. ბოლო გრანპრის წინ ისე მოხდა, რომ მათ ზუსტად თანაბარი ქულები (365,9) დაუგროვდათ, რაც ფორმულა ერთში სულ მეორედ და 1974 წლის შემდეგ პირელად მოხდა.
ყველაფერი ბოლო – “აბუ დაბის” გრანპრიზე იყო დამოკიდებული. გამარჯვებულს დარჩებოდა ნანატრი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ლუის ჰამილტონი ამ მოგებით სერიოზულ განაცხადს აკეთებდა ყველა დროის საუკეთესოობაზე, რადგან ტიტულების რაოდენობით გადაასწრებდა განუმეორებელ მაიკლ შუმახერს. თავის მხრივ, “შეშლილი მაქსი” მთელი სეზონის განმავლობაში შესანიშნავად ასპარეზობდა, ბევრისთვის მოულოდნელად, სერიოზულ კონკურენციას უწევდა ლუისს და 1 ნაბიჯში იყო მისი ჰეგემონიის დამხობამდე. ასევე სერიოზული მოტივაცია ქონდა ჰონდასაც, რადგან რედ ბულის გუნდს 2013 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპრიონატი არ ქონდა მოგებული.
12 დეკემბერს, საღამოს 5 საათზე ყველა სპორტის გულშემატკივარი გამალებით ელოდა ფინალის დაწყებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ და საინტერესო ავტორბოლას ვადევნებდით თვალს.
ჟანრის კლასიკა მოითხოვდა, რომ ასეთი რბოლა დრამატული ფინიშის გარეშე არ მორჩენილიყო. ლუის ჰემილტონი მთელი რბოლის განმავლობაში დამაჯერებლად იგებდა, 53-ე წრეზე ის ვერსტაპენს 10 წამით უგებდა, რაც მას მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევდა, რადგან სულ 5 წრე იყო დარჩენილი და თითო წრეში 2 წამის აღმოფხვრა ვერსტაპენისგან, ფაქტობრივად, შეუძლებელ ამოცანად რჩებოდა.
53-ე წრეზე ნიკოლას ლაფიტის ბოლიდი დაიმტვრა, შესაბამისად, გახდა უსაფრთხოების მანქანის შემოყვანის აუცილებლობა. ფორმულა ერთის პროტოკოლის მიხედვით, ამ დროს პილოტები უკლებენ სიჩქარეს და უსაფრთხოების მანქანას მიყვებიან უკან. გზის გაწმენდისა და ბოლიდის გზიდან გადაყვანის შემდეგ 57-ე წრეზე შესაძლებელი გახდა რბოლის გაგრძელება. რბოლაზე პასუხისმგებელი პირების გადაწყვეტილების შედეგად, მაქსი და ლუისი 57-ე წრეზე უკვე გვერდი-გვერდ იდგნენ.
მსუბუქი რეზინის მქონე საბურავებზე გადასული მანქანით მოძრავმა ფერსტაპენმა შიდა მხრიდან გასწრება მოახერხა, ჰემილტონს კონტრშეტევის საშუალება აღარ მისცა და მას 0.064 წამით აჯობა. შესაბამისად ჩემპიონი ჰონდას “რედ ბულის” პილოტი ” შეშლილი მაქსი” დარჩა. თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშაა, რამდენად სამართლიანი იყო რბოლის რესტარტის გადაწყვეტილება და რამდენად ასახავს აბუ-დაბის გრანპრის შედეგი რეალურ სურათს. ამისდა მიუხედავად, ცალსახაა, რომ რბოლა დრამატიზმითა და სანახაობით, უნაკლო გამოდგა და გაამართლა მასზე გაცემული ავანსები. “შეშლილი მაქსი” მთელი წელი ღირსეულად იბრძოდა და საბოლოოდ მიაღწია კიდეც ნანატრ მიზანს. ჰონდამ კი შეძლო და 7 წლიანი ლოდინის შემდეგ მის პილოტს მოაპოვებინა მსოფლიო ჩემპიონობა. თუმცა, ასევე უნდა ითქვას, რომ კონსტრუქტორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ამჯერადაც პირველობა არავის დაუთმო მერსედესმა.