Porsche Taycan Turbo VS Tesla Model S
ელექტრო მანქანების მუდმივად მზარდ ლანდშაფტში, სისწრაფით გამორჩეული 2 მოდელი გამოიკვეთა – 2020 Porsche Taycan Turbo S და 2020 Tesla Model S. ყველაზე სწრაფი ელექტრო მანქანის ტიტულს ამაყად ატარებდა 2020 წლის Tesla Model S-ი , თუმცა ამავე წელს პორშემ გამოუშვა მოდელი, რომელმაც , Tesla-ს ადგილი დაიკავა. ეს ორი მანქანა ღირსეულ კონკურენციას უწევენ ერთმანეთს, ხოლო თუ რომელია უფრო კომფორტული, მოსახერხებელი და სწრაფი რთული სათმქმელია და დიდ დაკვირვებას საჭიროებს. ჩვენ მოვიძიეთ ზუსტი მონაცემები და შევეცდებით მაქსიმალური შთაბეჭდილება შეგიქმნათ ამ სადავო საკითხზე.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ელექტრო მანქანების შედარებისას მნიშვნელოვანია გავარკვიოთ თუ რამდენ კილომეტრს გადის მანქანა სრული დამუხტვის შემდეგ. სრულად დამუხტული Porsche Taycan გადის 323 კილომეტრს, ხოლო Tesla Model S. – 308-ს. ასევე საგულისხმოა, რომ პორშეს დამტენები უფრო სწრაფად მუხტავს მანქანას, ვიტრე ტესლასი, თუმცა, ტესლას დამტენი სადგურები ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, რაც, რა თქმა უნდა, დიდი კომფორტია მანქანის მფლობელისათვის. მაგალითისთვის, ამერიკაში Model S-ის დამუხტვა შეგიძლიათ 1900 ლოკაციაზე, ხოლოTaycan 4S-ის მხოლოდ 350-ზე.
როგორ სისწრაფით, ასევე აჩქარებითაც პორშე და ტესლა ორი უსწრაფესი ელექტრო მანქანაა. The Taycan Turbo S 100 კმ/სთ-ს ანვითარეს სულ რაღაც 2,6 წამში, რაც მთელი წამით უსწრებს Tesla Model S-ს. თუმცა მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ტესლამ მანქანას სპეციალურად აჩქარებისათვის დაამატა ე.წ “ლეოპარდის პოზიციის” რეჟიმი . ამ რეჟიმის დახმარებით ტესლა 100 კმ/სთ-ს ავითარებს მხოლოდ და მხოლოდ 2,3 წამში. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აჩქარებაში უპირატესობა ტესლას აქვს.
არაა გასაკვირი, რომ პორშე მის კონკურენტს სჯობს კომფორტულობაში. პორშე, როგორც გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია, სამართავად და მანევრირებისთვის მაქსიმალურ მარტივი და კომფორტულია . Taycan 4S-ი ასევე ბევრად უფრო რბილად სამართავი მანქანაა, მიუხედავად იმისა, რომ ის 90 კილოთი მძიმეა Model S-ზე.
რაც შეეხება დიზაინს, Tesla Model S-ს დიზაინი საკმაოდ მოძველებული და ერთფეროვანია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ , რომ ის ამ მხრივ კონკურენციას ვერ უწევს The Taycan-ს. The Taycan გამორჩეულია როგორც შიდა, ასევე გარე დიზაინით. გარე დიზაინით ის სიახლისა და სინაზის შთაბეჭდილებას ტოვებს, ასევე თვალშისაცემია ბორბლების სიდიდე, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის მანქანას. ხოლო ინტერიერში ის აგრძელებს “porsche”-ს ტრადიციებს და გვთავაზობს მაქსიმალურად დახვეწილ და ესთეტიკურად დამაკმაყოფილებელ ფორმებსა და ვიზუალებს.
ბოლოსთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მანქანების ღირებულების შედარება. Taycan 4S-ის ფასი იწყება 104 000 დოლარიდან, თუმცა სხვადასხვა პაკეტების დამატების შემდეგ მანქანის ფასი 113,800 დოლარამდე იზრდება. ხოლო, Model S 80, 000 დოლარი ღირს, პაკეტების დამატების შემდეგ კი მისი ფასი 96,490 დოლარამდე იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ Tayacan 4s ბევრ კომპონენტში სჯობს მის კონკურენტს, აშკარაა ისიც, რომ თავისი უპირატესობები აქვს ტესლას მოდელსაც, რასაც ემატება ისიც, რომ ის საგრძნობლად იაფია. შესაბამისად, ამ ორ მანქანას შორის არჩევანის გაკეთება დიდ თავსატეხს უჩენს ავტომოყვარულებს.