Lexus-ის ისტორიაში ყველაზე მძლავრი IS.

შემოდგომაზე ლექსუსი  ისტორიაში ყველაზე მძლავრ  is-ს წარადგენს.
2022 Lexus IS 500 F Sport Performance Launch Edition გამოვა ექსკლუზიური ფერითა და ინტერიერით.
lexus IS 500 F sport performance „ინკოგნიტო“ ნაცრისფერი, ამერიკის ბაზრისთვის შექმნილი ექსკლუზივი,  შეზღუდული რაოდენობით გამოვა და  იქნება მხოლოდ 500 ერთეული. ხსენებული განსხვავებული საღებავის გარადა ასევე შევხვდებით 19 ინჩიან BBS  დისკებს ნასესხებს სტანდარტული  IS 350 F sport -იდან. Lexus ამბობს, რომ თითო საბურავი 1.8 კგ-თი ნაკლებია ვიდრე ჩვეულებრივი F performance-ის.
სალონში ვხვდებით უნიკალურ ინტერიერს, საჭეზე ვერცხლისფერ დამწვარ ხეს ზამშის ჩანართებით, ზამშის ჩანართებს ვხვდებით ასევე სავარძლებზე კარებებზე და ცენტრალურ კონსოლზე და ასევე“Launch Edition” გამოსახულებას სამართავ ღილაკებთან.

მექანიკური განახლების სიმცირის მიუხედავად თუ არ ჩავთვლით საბურავებს  F Sport performance Launch Edition-ის მონაცემები საკმაოდ მძლავრია 5.0 ლიტრიანი. V8 ძრავი, 472 ცხენისძალით , 7100 ბრუნით წუთში და 535 თორქით  ჩქარდება 0-100 კმ/სთ-მდე 4.5 წამში. იგივე V8 ძრავები გამოიყენა ლექსუსმა სხვა ბოლო F მოდელებში. თუმცა ამ ვერსიაში გაზრდილია სიმძლავრე.
BMW M3-ის მსგავსად Lexus-იც აქცენტს სიმძლავრეზე აკეთებს. სტანდარტული უკანა წამყვანი  თვლებით და მოცურების საწინააღმდეგო სისტემით. Lexus გვაფრთხილებს, რომ ის ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ჩვეულებრივი F sport performance.
ის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის და მისი ფასი დაანონსდება გაყიდვებიდან რამოდენიმე ხნით ადრე. ხოლო გაყიდვები როდის დაიწყება ეს ჯერ ცნობილი არ არის .

წყარო: lexus.com