Touring Superleggera-ს იტალიური შედევრი

სადიზაინრო კომპანია Carrozzeria Touring Superleggera, 95 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, იტალიელებმა გასაოცარი ქმნილება Arese RH95 წარმოგვიდგინეს. მიუხედავად იმისა, რომ დონორად Ferrari 488 Pista გამოყენებული, მის იტალიელ ბიძაშვილს მიცრედითაც კი არ ჰგავს . როდესაც  ფოტო და ვიდეო მასალას ვენცობოდი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სადღაც უკვე ნანახი მყავდა.

უკნიდან Arese RH95, ძალიან ჰგავს Touring Superleggera Aero 3-ს და Alfa Romeo Disco Volante-ს, თუმცა ეს მსგავსება არ უნდა გაგვიკვირდეს, ისინი ხომ ერთი კომპანიის შედევრებია?  

Arese RH95-ს, ფუტურისტული დიზაინი აქვს. ძარა დამზადადებულია, მინაბოჭკოვანი პლასტიკისგან. მისი სიგრძე 4782 მმ-ს შეადგენს, ხოლო სიგანე 1982-ს. რაც შეეხება აგრეგატს, აღჭურვილია  670 ცხენის ძალიანი, V8, 90° ძრავით და დაწყვილებულია, 7 საფეხურიან, ორმაგი გადაბმულობის, ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. იტალიელს უკანა ამძრავი თვლები აქვს და 0-დან 100 კმ/სთ-ს გასავითარებლად, 3.0 წამი სჭირდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე, ელექტრონულად 330 კმ/სთ-ზეა შეზღუდული. როდესაც ასეთ ავტომობილს ყიდულობ, იქ წვა, რა თქმა უნდა, ბოლო ხარისხოვანია, მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, 100 კილომეტრზე სულ რაღაც 11,4 ლიტრი სჭირდება.

Arese RH95 სულ 18 ეგზემლარი იქნება წარმოებული და მათი ფასი ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია. მისი ოფიციალური დებიუტი, ამა წლის სექტემბერში, Salon Prive-ას ავტოშოუზე შედგება.