დიზაინის მასტერკლასი Aston Martin-საგან

Aston Martin V12 Speedster არაამქვეყნიური დიზაინით და სპეციფიკაციებით 2020 წელს დააანონსეს და გაყიდვაში 2021 წლის გაზაფხულზე პრე ორდერით ჩაეშვა. Aston Martin V12 Speedster-ში საოცრად არის შერწყმული რეტრო დიზაინი და თანამედროვე ტექნოლოგიები. ეს მოდელი ლეგენდარული  DBR1-ის ინსპირაციით არის შქმნილი. მოდელი, რომლითაც 1959 წლის 24 Hours of Le Mans-ზე ქეროლ შელბიმ და როი სალვადორმა გაიმარჯვეს.
განსაკუთრებულ ვიზუალთან ერთად ავტომობილი განსაკუთრებული ტექნიკური სპეციფიკაციებითაც არის აღჭურვილი. სიმძლავრე 5.2 ლიტრი  twin-turbo რომელიც გამოიმუშავებს 690 ცხენისძალას და 753 ნიუტონ-მეტრს. ავტომობილი იმართება 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.
ბრენდის შეფასებით V12 Speedster  100კმ/სთ-ს ანვითარებს 3.4 წამში და მაქსიმალური სიჩქარე 319 კმ/სთ აქვს. ამ სიჩქარით მოძრაობა სახურავის და საქარე მინის გარეშე როგორ წარმოუდგენიათ ვერ გეტყვით, მაგრამ აქვე დაგამშვიდებთ გეტყვით, რომ ავტომობილს მოყვება მისივე ბრენდის და ავტომობილის კორპუსის შესაბამისი ფერის შლემი.
კომპანია ამბობს რომ V12 Speedster სულ 88 ცალი გამოვა და $950 000 დოლარი იქნება მისი ღირებულება.