მეორადი საბურავები – ფულის დაზოგვა თუ სიცოცხლის რისკი?

გაზაფხულის დადგომასთან ერთად დღის წესრიგში დგება ავტომობილისთვის საბურავების გამოცვლა. როგორც წესი, საბურავების შერჩევის პროცესში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მისი ღირებულებაა. მძღოლთა უმეტესობა ცდილობს ფინანსები დაზოგოს, რის გამოც მეორადი საბურავების შეძენას ამჯობინებენ. 

თუმცა, როდესაც საქმე საბურავებს ეხება, საინტერესოა, ღირს თუ არა ფინანსების დაზოგვა სიცოცხლის გარისკის ფასად? 

ჩვენს ბლოგში გამოვყავით ის 5 ძირითადი მიზეზი, რის გამოც მეორადი საბურავების შეძენას გადაიფიქრებთ:

  • უსაფრთხოების ნაკლებობა – გამართული საბურავები უსაფრთხო მგზავრობის გარანტია. მეორადი საბურავების უსაფრთხოება კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დროთა განმავლობაში საბურავის სარტყელი ცვდება, რის გამოც ავტომობილის დაძვრისას, მოხვევისა თუ დამუხრუჭებისას მას ისეთივე მოჭიდება არ აქვს, როგორც ახალ საბურავებს. ასევე, დროის გასვლასთან ერთად საბურავები შრება, კარგავს ელასტიურობას და ხდება უფრო ხისტი, რაც მისი დაზიანების ალბათობას ზრდის. 
  • საბურავების ისტორია – ყველა საბურავს აქვს ექსპლუატაციის პერიოდი ( 5 წელი), ცხადია, მეორადი საბურავების შერჩევისას უნდა დავაკვირდეთ მის ასაკს, მაგრამ ასაკთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ რა პირობებში და როგორ გზაზე დადიოდა. მეორადი საბურავის ისტორია უცნობია, არ ვიცით არის თუ არა სათანადოდ შენახული, ოდესმე ავარიაში ხომ არ მოყოლილა ან სხვა სახის დაზიანება ხომ არ აქვს, –  ამ ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია საბურავის უსაფრთხოებაში დარწმუნება.
  • არ აქვს გარანტია – მეორად საბურავებს, ახალი საბურავებისგან განსხვავებით, არ აქვს საგარანტიო პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზიანების ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, თავადვე მოგიწევს საბურავის შესაკეთებლად დამატებითი ხარჯების ანაზღაურება. ეს ხარჯები შეიძლება გაორმაგდეს ან სულაც გაათმაგდეს, თუ საბურავის შეკეთება ვერ მოხერხდა და მისი გამოცვლა გახდა საჭირო. ახალ საბურავებს თავისი საგარანტიო პერიოდი აქვს, მომწოდებელი თავის თავზე იღებს საბურავის შეკეთების პასუხისმგებლობას. გამოდის, რომ ახალი საბურავის შეძენისას დახარჯული თანხა, მის შესაკეთებელ ხარჯებსაც ფარავს. 
  • ვერ გაივლის ტექნიკურ დათვალიერებას – გარდა იმისა, რომ მეორადი საბურავები ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას, ასევე ვერ გაივლის კანონით გათვალისწინებულ ტექინსპექტირებას თუ მისი გამოშვებიდან 10 წელია გასული.
  • ტოქსიკური გავლენა გარემოზე – არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რა გავლენას ახდენს მეორადი საბურავები გარემოზე. ავტომობილის გამონაბოლქვით გამოწვეულ ჰაერის დაბინძურებას, ემატება მეორადი საბურავებისგან გამოყოფილი ტოქსიკური ქიმიკატები, რაც უარყოფითად აისახება როგორც ეკოსისტემაზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე. 

ყველა გამოცდილმა თუ გამოუცდელმა მძღოლმა იცის, რომ ავტომობილის ერთ-ერთი მთვარი და მამოძრავებელი ნაწილი საბურავებია, მისი ხარისხი განსაზღვრავს კომფორტულ და საიმედო მგზავრობას, ამდენად, როდესაც საბურავების შერჩევას ვიწყებთ ფინანსების დაზოგვაზე ფიქრის დრო არ არის. გრძელვადიანი პერსპექტივით, ახალი საბურავების შეძენა უფრო უპრიანია, ვიდერე მეორადი საბურავების, რომლებიც არც სანდოა, არც ხარისხიანი და არც გამძლე.