10 ავტომანქანა, რომელმაც ავტოინდუსტრია შეცვალა

მას შემდეგ, რაც დაახლოებით 1 საუკუნის წინ პირველი ავტომანქანა შეიქმნა, დღემდე 1.4 მილიარდი ავტომანქანაა წარმოებული. ხშირად ჩნდებოდა ხოლმე მანქანები, რომლებიც ინდუსტრიას ცვლიდნენ და კონკურენტებს საკუთარი სტრატეგიის შეცვლისკენ უბიძგებდნენ. პრემიქსი დღეს 10 ასეთ ავტომანქანას წარმოგიდგენთ:

10) Ford Model T

მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი წარმოებული მანქანა არ ყოფილა და კალრ ბენზს მანქანის პირველი პროტოტიპი ბევრად უფრო ადრე ჰქონდა შექმნილი Model T მაინც უფრო მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება, ამის მიზეზი კი ერთია, ის პირველი ყველასთვის მისაწვდომი მანქანა იყო და მისი 15 მილიონი მოდელია წარმოებული.

9) Pontiac GTO

Pontiac GTO – ს ბევრი პირველ ეგრედ წოდებულ Muscle Car-ად მიიჩნევს. მისი ცხენის ძალისა და სისწრაფის გამო. სწორედ პონტიაკმა მისცა ბიძგი მომავალში მის მსგავს უამრავ ავტომანქანას.

8) Tesla Model S

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო მანქანების წარმოება სიახლეს არავისთვის წარმოადგენდა სწორედ Tesla Model S იყო პირველი მას წარმოების ავტომანქანა, რომელმაც კონკურენტი ავტომწარმოებლები ერთხელ კიდევ დააფიქრა მომავალზე და სტრატეგიის ელექტრო მანქანისკენ ცვლილებისკენ უბიძგა.

7) Ford F-Series

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელ მუშათა კლასს სჭირდებოდა პიკაპი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა და ფერმებში მომუშავე ხალხს დაეხმარებოდა. Ford F სწორედ ასეთ იყო. ავტომანქანა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვადი სერიაა Ford-ისთვის.

6) Mazda MX-5 Miata

80 იანი წლების ბოლოს მაზდამ სპორტული მანქანის წარმოების მიდგომები რადიკალურად შეცვალა. მანამდე ყველა თვლიდა, რომ სპორტულ მანქანას აუცილებლად დიდი ძრავა და სისწრაფე უნდა ჰქონოდა. მაზდამ სხვა სტრატეგია აირჩია – მაქსიმალურად შეამცირა წონა და ამის გამო მიუხედავად ძრავის მოცულობის სიმცირისა ტოლს სისწრაფეში ბევრს არავის უდებდა.

5) Jeep Cherokee

ითვლება, რომ Jeep Cherokee პირველი SUV მოდელია მსოფლიოში. სწორედ მან შეცვალა SUV მოდელების წარმოების მიდგომები. შედარებით შემცირებული წონა, უკეთესი მართვის სისტემა, უფრო რბილი და კომფორტული – მახასიათებლები რაც მას დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო SUV მოდელად აქცევს.

4) Toyota Prius

ალბათ არავის გაგიკვირდათ პრიუსის ჩვენს სიაში მოხვედრა. 90იანი წლების ბოლოს ტოიოტამ პირველი მას წარმოების ჰიბრიდული ძრავა წარადგინა, მას შემდეგ კი ჰიბრიდულ მოდელებს თითქმის ყველა წამყვანი ავტომწარმოებელი უშვებს.

3) Lamborghini Countach

ესეც ლამბორგინის პირველი ავტომანქანა – Countach რომელმაც მთლიანად შეცვალა სუპერ მანქანების ფორმების მიდგომები.

2) Volkswagen Beetle

ეს ლეგენდარული მანქანა სათავეს მეორე მსოფლიომდე ნაცისტურ გერმანიაში იღებს. მოთხოვნა ერთი იყო – შექმნილიყო ღარიბი გერმანელებისთვის პატარა, ხელმისაწვდომი და ენერგოეფექტური მანქანა, შედეგი კი Volkswagen Beetle იყო, რომელიც დღემდე დაახლოებით 20 მილიონი ერთეული გაიყიდა.

1) Dodge Caravan/Plymouth Voyager

ესეც ჩვენი სიის ბოლო წარმომადგენელი – პირველი მინივენები მსოფლიოში. მანქანა დიდი ოჯახებისთვის, კომფორტული მგზავრობისთვის და სანდოობისთვის. ეს ორი ავტომანქანა იმდენად პოპულარული იყო, რომ სწორედ მათ შექმნეს განსაზღვრება “მინივენი” მანქანის ტიპი, რომელიც დღეს უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

სულ ეს არის. თქვენ რომელ მათგანს დაამატებდით?