10 მანქანა, რომელიც ზამთარში არასოდეს გიღალატებთ
უკვე ზამთარია, სასრიალო სეზონიც ახლახან დაიწყო. ალბათ უკვე ხშირად გესმით ფრაზები ” არა, ჩემი მანქანა ვერ აგვიყვანს” ამ ბლოგში გვინდა ის 10 მანქანა გაგიზიაროთ, რომლისთვისაც ზამთრის არცერთი დაბრკოლება პრობლემას არ წარმოადგენს.
10) Land Rover Range Rover Sport
Land Rover-ის შესაძლებლობებში ალბათ ეჭვი არავის გეპარებათ. Range Rover Sport-ი კი მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ამ მოდელს ჰიბრიდული და 8 ცილინდრიანი ძრავa აქვს. ეს მოდელი თოვლზე გადაადგილებისას ავტომატურად რთავს “Snow Mode”-ს, ამიტომ შეგიძლიათ უბრალოდ ჩაჯდეთ, ღვედი შეიკრათ და წინ-თავგადასავლებისკენ, უბრალოდ ეს ყველაფერი $69,500 დოლარი დაგიჯდებათ.
9) Audi Allroad
Audo Allroad-პირდაპირ ზამთარზე და offroad-ზე გათვლილი ავტომანქანა ნამდვილად არ არის, თუმცა მისი 4X4 მოჭიდების სისტემა და SUV-მოდელებთან შედარებით გრავიტაციის დაბალი წერტილი ამ მანქანას თოვლში იდეალურად მოსიარულეს ხდის.
8) Ram 1500
ბევრისთვის Ram 1500 საუკეთესო პიკაპია, რაც კი შეიძლება ზამთრისთვის იყიდოთ. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ Ram-ის ამ მოდელს ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. მას, ისევე როგორც ზემოთ ხსენებულ Land Rover-ს შეუძლია თოვლის ავტომატურად ამოცნობა, რაც მოცურებისგან გიცავთ და თუ ხვდებით, რომ ღრმა თოვლში შეიძლება გაიჭედოთ, ამას თქვენი RAM-ი კიდევ უფრო ადრე ხვდება მისი AWD სისტემის წყალობით.
7) Subaru Crosstrek
Subaru Crosstreck-ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი მანქანაა. მისი შეძენა მხოლოდ $22,245 დოლარი დაგიჯდებათ, რაც ნამდვილად ბევრად ჩამორჩება მის სხვა კონკურენტებს.
6) Jeep Rubicon
Jeep Rubicon-ს და Ram 1500-ს ბევრი საერთო აქვს. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ ორივეს Chrysler-აწარმოებს. Jeep-ის გახსენებაზე ალბათ ყველას თოვლი, მიუვალი გზა და დაბრკოლებები გვახსენდება. Rubicon- მოდელს იდეალურად აქვს განაწილებული და ბალანსირებული წონა რაც მას კიდევ უფრო მედეგს ხდის თოვლის და რთული გზების მიმართ. მისი საბურავის ღერძი კი ისეა განთავსებული, რომ შეუძლია დიდი ზომის საბურავიც თავისუფლად მოირგოს.
5) Honda CR-V
Honda-ზე ბევრს პირველად ალბათ ლეგენდარული Civic გვახსენდება, თუმცა მას შემდეგ, რაც Honda-მ SUV-მოდელების გამოშვება დაიწყო წინა წელს მან 80 000-ით მეტი CR-V გაყიდა, ვიდრე Civic. AWD სისტემა ABS-თან ერთად მას ნამდვილ თოვლმავალად ხდის. მისი შეძენა კი არც ისე ბევრი, $25,000 დაგიჯდებათ.
4) BMW 3 Series
3 სერიის BMW- გარდა მისი სპორტული შესაძლებლობებისა ნამდვილად მდიდრული და დახვეწილი ინტერიერით გამოირჩევა. BMW-ს xDrive სისტემა, კი ნამდვილად წარმატებულად ართმევს თავს თოვლიან რელიეფს.
3) Toyota 4Runner
Toyota-ს ეს 2155 კილოგრამიანი მონსტრი, თოვლიან რელიეფში თავს ისე გაგრძნობინებთ, როგორც თევზი წყალში. მისი სტანდარტული AWD სისტემა ტოიოტას TRD Pro- სისტემასთან ერთად უზრუნველყოფს იდეალურ მოჭიდებასა და კონტროლს თოვლიან გზებზე.
2) Ford F-150 Raptor
Ford-მა უკან არ დაიხია და მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ SUV-ს სახელად მტაცებელი ( Raptor) დაარქვა. სახელი მართლაც რომ იდეალურად გადმოსცემს მანქანის შესაძლებლობებს. ის ერთ-ერთი საუკეთესოა თოვლიან და გაუკვალავ გზებზე.
1)Mercedes GLA 4-Matic
მერსედესის ამ მოდელის შეძენა დაახლოებით $45,000 დოლარი დაგიჯდებათ. მიუხედავად იმისა, რომ GLA-სერია პირდაპირ თოვლზე გათვლილი არ არის ის მაინც იდეალურად უმკლავდება თოვლიან ზედაპირს. 8 ცილინდრიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, მისი დაბალანსებული წონით და AWS სისტემით დამსახურებულად იკავებს პირველ ადგილს ჩვენს სიაში.
და თქვენ რა მანქანით უმკლავდებით თოვლიან გზებს?