2022 წლის 10 საუკეთესო კაბრიოლეტი

ზაფხულის მზე დღითი-დღე უფრო მცხუნვარე ხდება და ბევრი ჩვენგანი შვებულებაში გასვლამდე ბოლო დღეებს ითვლის. ყველა შვებულებას კი ისე არაფერი უხდება როგორც შენს ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად კაბრიოლეტში ჯდომა და ზღვის სანაპიროებზე სეირნობაა. დღეს გვინდა 2022 წლის 10 საუკეთესო კაბრიოლეტზე გესაუბროთ.

1. MINI Convertible

ალბათ გასაკვირია ამ სიაში სულ მუდამ ნისლით დაფარული ბრიტანული ავტომანქანა რომ გვყავს შეყვანილი, მაგრამ მინი საუკეთესო კაბრიოლეტების სიაში 2016 წლიდან 5 ჯერ მოხვდა.

2. Audi A5 Cabriolet

ეს ავტომანქანა ძალიან ჰგავს აუდის ერთ ერთ გამორჩეულ  A5 Coupe-ს. გამორჩეული მართვის სიმარტივე, ხმის ჩამხშობი სისტემა და ნამდვილი გერმანული ხარისხი. თითზე დაჭერაღაა საჭირო და მხოლოდ 15 წამის დაცდა და თქვენი სედანი ნამდვილი ელეგანტურ კაბრიოლეტად იქცევა.

3. Mazda MX-5

ეს მაზდა MX5-ის მეხუთე თაობის ავტომანქანაა. დახვეწილი დიზაინითა და წინა მოდელზე 100 კილოგრამით უფრო სიმსუბუქით ის ჩვენს ათეულში საპატიო მესამე ადგილს იკავებს.

4. Mercedes E-Class Cabriolet

მერსედესის ამ კაბრიოლეტის ფასი $65 000 დოლარიდან იწყება და მისი მყიდველის ყველა მოლოდინებს გადაჭარბებით ასრულებს. იდეალური მართვა, ბალანსი და რაც მთავარია დიზაინი. ყველაფერი ის რაც გამორჩეულ კაბრიოლეტს სჭირდება.

5. Porsche 718 Boxster

ავტომანქანის შემქნმელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მისი მართვისას ყველას გაზის პედალზე ფეხის დაჭერა მოსდომებოდა. შეგიძლიათ შეიძინოთ ან  2.0 ძრავიანი და 296 ცხენის ძალიანი მოდელი ან კიდევ უფრო მძლავრი 2.5 ძრავიანი 345 ცხენის ძალიანი ავტომანქანა.

6. Bentley Continental GT Convertible

კომფორტი, სიმდიდრე და სიმძლავრე – ბენტლის კაბრიოლეტის გაგონებაზე უმეტესობას სწორედ ეს 3 სიტყვა გვახსენდება. მის უმძლავრეს 4.0-ლიტრიან Twin-turbo V8-ს,  0-100 კმ/სთ აჩქარება ოთხ წამში შეუძლია, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე არც მეტი არც ნაკლები 319 კმ/სთ-ა.

7. Porsche 911 Cabriolet

პორშეს კიდევ ერთი ელეგანტური და უსწრაფესი კაბრიოლეტი თავგადასავლების მოყვარულებისთვის. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ 380 ცხენის ძალის 3.0-ლიტრიანი Carrera ან Carrera 4S რომელსაც 444 ცხენის ძალა აქვს.

8. BMW Z4

უკვე მესამე თაობის BMW Z4 გერმანული მანქანების კიდევ ერთი წარმატებული მოდელია. დიზაინისა და ელეგანტურობის გარდა, Z4-ში ტრადიციული ბევრი არაფერია. აქვს მკვეთრი თანამედროვე სტილი და ეფექტური, ძლიერი ძრავა. მისი სიმძლავრე 335 ცხენის ძალაა.

9. Audi TT Roadster

კიდევ ერთი ელეგანტური და დახვეწილი კაბრიოლეტი აუდისგან. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ან 242 ცხენის ძალიანი 5.5 ლიტრიანი ძრავის მქონე ან უფრო ნელი 195 ცხენის ძლიანი მოდელი.

10. Fiat 500 Convertible

ჩვენი ათეულის ბოლო ადგილოსანი კი იტალიური ავტომანქანა კლასიკად წოდებული ფიატ 500-ის კაბრიოლეტია. მართალია ის არ გამოირჩევა ისეთი სისწრაფით როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ავტომანქანები, მაგრამ მისი ელეგანტურობა და დიზაინი მას ერთ-ერთ საუკეთესო კაბრიოლეტად აქცევს.