2022 წლის 5 საუკეთესო offroad ავტომანქანა
ოფროუდ ავტომაქანები ბოლო წლების მანძილზე საგრძნობლად პოპულარული გახდა. სულ უფრო მეტი ადამიანი იჩენს ასეთი ავტომობილების მართვის ინტერესს და გაუკვალავი გზების დალაშქვრა. იქმნება ოფროუდ კლუბები, ასევე იმართება საერთაშორისო შეჯიბრებებიც. შესაბამისად, სურვილის მატებასთან ერთად, გაიზარდა ხარისხიც. ავტოინდუსტრიის მთავარი მოთამაშეები მეტ ყურადღებას უთმობენ ოფროუდ მანქანების განვითარებასა და ამ ტიპის ავტომანქანის მოყვარულთა გულის მოგებას. წარმოგიდგენთ 2022 წლის 5 საუკეთესო ოფროუდ ავტომანქანას.

5) 2022 Ford Bronco
2022 წლის ფორდ ბრონკო წლის ერთ-ერთი მთავარი ოფროუდ ავტომანქანაა. ის მისი ვინტაჟური და თანამედროვე სტილების შეხამებით მიღებული დიზაინით, 275 ცხენისძალით, თანამედროვე ძრავითა და იდეალური კონფიგურაციით ყველა ოფროუდის მოყვარულთა საოცნებო მანქანაა. მისი ღირებულება 30 000 დოლარი იქნება.

4) 2022 Jeep Wrangler
The wranglet-ი ორიგინალი JEEP CJ-ის ბოლო ინტერპრეტაციაა, რომელიც უკვე 75 წელზე მეტია ბაზარზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს . 2022 წლის მოდელი სიმძლავრითა და კომფორტულობით ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ბაზარზე. 285 ცხენისძალა, ულტრა-თანამედროვე საბურავები და მართვის სისტემა ამ მოდელს წლის ოფროუდ სენსაციად აქცევს. ის სპეციალიზებულია ზამთრის თოვლსა და ყინვაში სამართავად და უკვე ერთ-ერთ საუკეთესო ზამთრის მანქანადაა ექსპერტების მიერ აღიარებული. მისი ფასი 29 000 დოლარი იქნება

3) 2021 Land Rover Defender
2021 land rover defender- ის მოკლე წინა გადახურვა, ვერტიკალური უკანა ბოლო და თავდაყირა საქარე მინა ყველა ოფროუდ მანქანის მნიშვნელოვანი ნიშანთვისებაა . კარგი მგზავრობა, მშვიდი ინტერიერი და გლუვი, ძლიერი მართვის სისტემა land rover defender-ს ოფროუდზე და ონროუდზე თანაბრად სასიამოვნო სატარებელს ხდის. ამ 400 ცხენის ძალიანი მონსტრის ფასი – 83 000 დოლარი იქნება.

2) 2022 chevrolet tahoe
ავტომობილი არის 2022 წლის მეხუთე თაობის Tahoe-ს მაღალი გამავლობის მოდელი. მას აქვს 420 ცხენის ძალის 6.2 ლიტრიანი V8. Z71 სტანდარტულ ოფროუდზე ორიენტირებული ფუნქციები, ამას ემატება 20 დიუმიანი, ორ სიჩქარიან სატრანსპორტო საბურავები, რომლებიც ციცაბო გორაკებზე მანევრირებისთვის იდეალურ შესაძლებლობას იძლევა. ავტომანქანა ასევე გამორჩეულია მისი წარმოუდგენლად დახვეწილი და თანამედროვე დიზაინით.

1) 2022 mercedes-benz G-class
მერსედესი ოფროუდ ავტომანქანებშიც ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია. წლის ჩვენი ფავორიტი ოფროუდ მანქანაც სწორედ – მერსედესია. 2022 mercedes-benz G-class ორმაგი v8 ტურბოძრავით 577 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც საკმარის სიმძლავრეს აძლევს ავტომანქანას იმისათვის, რომ მსოფლიოს ურთულესი ოფროუდ ტრასები დაიპყროს. ავტომობილის დიზაინზე, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ოფროუდ ავტომანქანაა ისტორიაში. სწორედ დიზაინისა და წარმოუდგენელი შესაძლებლობების შერწყმის შედეგად ეს მოდელი ნებისმიერი ოფროუდერის საოცნებო მანქანაა.