2022 წლის 5 მანქანა, რომლის გამოსვლასაც ავტომოყვარულები განსაკუთრებით ელიან
ავტოინდუსტრია სწრაფად იხვეწება და ვითარდება. 2022 წლისათვის ავტომწარმოებელი კომპანიები გვპირდებიან, რომ ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება და ისეთი შესაძლებლობების მანქანებს ვიხილავთ, რაც აქამდე არ გვინახავს. წარმოგიდგენთ 2022 წლის 5 მანქანას, რომლებმაც ავტომოყვარულთა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.
5) Toyota GR86
Toyota GR86 ამავე სერიაში მისი წინამორბედებისგან გამორჩეულია სისწრაფით, მეტი უსაფრთხოების დონითა და მეტად თანამედროვე შიდა სისტემით. 228 ცხენის ძალით ის 18 პროცენტით უფრო მძლავრია, ვიდრე ამავე სერიის წინა მანქანა. ამასთანავე Toyota GR86 სამართავად და მანევრირებისთვის მაქსიმალურად მარტივი და კომფორტულია.
4) Ferrari 296 GTB
ფერარი არც წელს უცრუებს იმედებს ავტომოყვარულებს. ფერარის წლის მთავარი მანქანაა Ferrari 296 GTB. ეს პირველი ექვს ცილინდრიანი ფერარი იქნება. კომპანიისათვის დამახასიათებელ გამორჩეულ ვიზუალს ავტომობილის საოცარი სისწრაფე ერწყმის. მისი სიმძლავრე 818 ცხენის ძალაა, რაც შეეხება აჩქარებას, 296 GBT 100 კმ/სთ-ს სულ რაღაც 3,9 წამში ანვითარებს. მანქანის მაქსიმალური სისწრაფე 330 კმ/სთ-ა.
3) Citroen C5X
Citroen C5X ერთი შეხედვითაც კი წარმოუდგენელ გრძნობებს აღძრავს ავტომოყვარულებში. ულამაზესი ავანგარდული ვიზუალით გამორჩეული ეს ჰიბრიდული მანქანა იდეალურია როგორც სისწრაფის, ასევე კომფორტის მოყვარულთათვის.
2) BMW M3 Touring
BMW წელსაც არ უცრუებს კომპანიის ფანებს იმედებს. BMW M3 Touring მასიური და მძლავრი მანქანაა, იდეალური ვიზუალითა და მაღალი სისწრაფით. მანქანის წონა 1420 კილოგრამია, მიუხედავად ამისა მიუნხენში ამბობენ, რომ ის სისწრაფის მოყვარულთა იმედებსაც გაამართლებს.
1) The Lotus Emira (& Evija)
ლოტუსის ეს სპორტული მანქანა ავტომოყვარულებისათვის 2022 წლის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ეგზოტიკური და მდიდრული ვიზუალის მქონე ლოტუსი გათვლილია როგორც ყოველდღიური გამოყენებისათვის, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად. ავტომობილის სიმძლავრე 400 ცხენის ძალაა, ხოლო სისწრაფე 290 კმ/სთ. Lotus-ში ამბობენ, რომ ეს ყველაზე შთამბეჭდავი მანქანაა, რაც კი მათ აქამდე შეუქმნიათ.