2022 წლის 5 ყველაზე დაბალ ფასიანი მანქანა

5) 2022 Hyundai Accent

ფასი – 18 500 დოლარი.

ხელმისაწვდომი ფასით, მოსახერხებელი საგარანტიო სერვისით,  კომფორტული მართვის სისტემითა  და კარგი საწვავის  განაწილებით Hyundai Accent მშვენიერი ვარიანტი თუ 2022 წლის მანქანის შეძენა გსურთ.


4) 2022 Kia Rio

ფასი – 18 000 დოლარი

ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური ახალი მანქანა, Kia Rio ფასთან შედარებით შთამბეჭდავ ხარისხსა და მახასიათებლებს გთავაზობთ.  ავტომანქანა კომფორტულად და მოქნილად სამართავია, ის ხელმისაწვდომია როგორც სპორტული სედანი,  ასევე ჰეჩბეკი. 



3) 2022 Nissan Versa

ფასი – 16 700 დოლარი.

თუ ქალაქში სამოძრაოდ ბიუჯეტური მანქანის შეძენა გსურთ 2022 წლის Nissan Versa იდეალური ვარიანტია. ავტომანქანა გამოირჩევა საწვავის შთამბეჭდავი ეკონომიითა და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიების სრული კომპლექტით. ის ქალაქში ას კილომეტრზე სულ რაღაც 7.3 ლიტრ ბენზინს წვავს.



2) 2022 Mitsubishi Mirage

ფასი – 16 000 დოლარი

2022 წლის Mitsubishi Mirage 2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ფასიანი მანქანაა. მიუხედავად მისი მოძველებული დიზაინისა და ლიმიტირებული ტექნიკური შესაძლებლობებისა, თავისი მოსახერხებელი დაზღვევისა და ეკონომიური წვის გამო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მანქანა იქნება ბაზარზე. ის ქალაქში 100 კილომეტრზე 7.3 ლიტრ ბენზინს წვავს, ხოლო ტრასაზე 5.8-ს.



1) 2022 Chevrolet Spark ფასი – 15 000 დოლარი

2022 წლის ყველაზე იაფიანი მანქანის ტიტულს Chevrolet Spark-ი ატარებს. მიუხედავად დაბალი ფასისა ავტომანქანა აკმაყოფილებს ყველა მნიშვნელოვან უსაფრთხოებასა და მართვასთან დაკავშირებულ საჭროებას. ღირებულებასთან ერთად ეს მოდელი საკმაოდ ეკონომიურია საწვავის მოხმარებაშიც,  კერძოდ, ის ქალაქში 100 კილომეტრზე 8.1 ლიტრს წვავს, ხოლო ტრასაზე 6.1-ს.