2022 წლის F1-ის მსოფლიო ჩემპიონი – მაქს ვერსტაპენი

სეზონის დასაწყისში ყველა F1-ის მოყვარულს გვეგონა, რომ საჩემპიონო ბრძოლა ვერსტაპენსა და ლეკლერკს შორის გაიმართებოდა, თუმცა ჰოლანდიელმა წლევანდელი სეზონი ყოველგვარი სირთულეების გარეშე მოიგო.

ალბათ ყველას გვახსოვს 2021 წლის სეზონი, სადაც ვერსტაპენმა ჰამილტონს მსოფლიო ჩემპიონობა ბოლო წრეზე წაართვა. წელს ვერსტაპენმა კი ტიტული რამდენიმე რბოლით ადრე, იაპონიის გრამპრიზე მოიპოვა. მართალია რბოლას ექსესების გარეშე არც წელს ჩაუვლია, მაგრამ წინა წლიდან განსხვავებით წელს მისი გამარჯვების დამსახურებაში ეჭვი არავის შეჰპარვია.

სეზონის დასაწყისში ყველა ჩარლზ ლეკლერკის ფერარსა და მაქს ვერსტაპენის რებ ბულს შორის დაძაბულ ბრძოლას ელოდა, მაგრამ რედ ბულის გუნდმა იდეალურად იმუშავა და მათი RB18 უდაოდ საუკეთესო ავტომობილი გახდა, ხოლო ლეკლერკის ფერარის საკმაოდ ბევრი პრობლემა აღმოაჩნდა, უფრო მაღალი საბურავის ცვეთა, მძღოლების და ტექნიკოსების შეცდომები და ა.შ. ვერსტაპენი კი მთელი სეზონი, უბრალოდ დაფრინავდა და 18 რბოლიდან 12-ში გაიმარჯვა.

სეზონი ლეკლერკისთვის მშვენივრად დაიწყო და საუდის არაბეთის გრანპრის შემდეგ 43 ქულით დაწინაურდა, თუმცა ამის შემდეგ ვერსტაპენმა თავისი ფორმა აკრიბა და სულ რამდენიმე რბოლაში ლეკლერკი უკვე უკან ჩამოიტოვა.

მას შემდეგ, კი ვერსტაპენს ლიდერობა არავისთვის დაუთმია და უპირატესობას ყოველი რბოლის შემდეგ ზრდიდა. სამი ზედიზედ მოგებული რბოლის შემდეგ კი მისი ოფიციალურად გაჩემპიონება უკვე დროის საკითხი იყო.

ჯერ სეზონი არ დასრულებულა, მაგრამ სეზონის მთავარი ინტრიგა უკვე მოხსნილია, “შეშლილი მაქსი” უკვე ორგზის მსოფლიო ჩემპიონია.

არავინ იცის რა მოხდება 2023 წელს, რას შემოგვთავაზებს მერსედესის გუნდი, შეეგუებიან თუ არა მათ კრახს მიმდინარე სეზონზე, როგორ ფორმაში შეხვდება ჰამილტონი ახალ სეზონს, რა მდგომარეობაში იქნება ფერარის გუნდი. კითხვები უამრავია, ყველაფერზე პასუხის გაცემას კი მხოლოდ დრო სჭირდება. ფაქტი ერთია, 2023 წელი უდაოდ ბევრ სიურპრიზებს მოგვიმზადებს.