2023 წლის Toyota Highlander
მორიგი საშუალო ზომის SUV ტოიოტასგან. დახვეწილი ინტერიერითა და ექსტერიერით, ყოველდღიური ავტომანქანის იდეალური ვარიანტია.
ტოიოტა გამორჩეულ SUV მოდელებს უკვე 20 წელია რაც აწარმოებს და ამ ხნის განმავლობაში ბევრი ავტო მოყვარულის სიმპათიები დაიმსახურა.
2023 წლის Highlander-ი 2.4 ლიტრი მოცულობის, 4 ცილინდრიანი ძრავა აქვს, მის წინამორბედს, კი V6-ის 2.5 ლიტრი მოცულობის ძრავა ამშვენებდა. ჰაილანდერს 265 ცხენის ძალა აქვს და მძღოლს საშუალება აქვს რელიეფის მიხედვით გადაიყვანოს ავტომანქანა 2 წინა გამწევი თვლიდან 4×4-ზე.
ინტერიერი როგორც ყოველთვის გამოირჩევა მისი დახვეწილობითა და აწყობის უზადოდ დიდი ხარისხით. ის 8 მგზავრზეა გათვლილი და თითოეულ მათგანს სრულ კომფორტს სთავაზობს.
მისი ტექნიკური მახასიათებლები კი სწორედ ისეთია, რასაც 2023 წლის ავტომანქანაში ელოდებით. Toyota Highlander’s Safety Sense 2.5+ სისტემა გთავაზობთ შეჯახების არიდების, ფეხით მოსიარულეთა ამოცნობას, კრუიზ კონტროლს, ზოლიდან გასვლის გაფრთხილებას, საგზაო ნიშნების დამხმარე სიგნალებს და ა.შ. ამ მანქანაში ჯდომისას თავს ნამდვილად დაცულად და კომფორტულად იგრძნობთ.
აქ კი შეგიძლიათ მისი ხედებით დატკბეთ: