5 ყველაზე დიდი ავტომანქანა მსოფლიოში
5) Apocalypse Hellfire 6×6
თქვენ თავისუფლად გადაურჩებით აპოკალიფსს, თუ მეგზურობას ეს გიგანტური ავტომანქანა გაგიწევთ. Apocalypse Hellfire 6×6 თავისი ცეცხლოვანი შესაძლებლობებითა და მახასიათებლებით იდეალურად ამართლებს მისთვის მინიჭებულ სახელს. მისი 6.2 ლიტრიანი Chevy LS3 V-8 ძრავა 707 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
მიუხედავად მანქანის სასტიკი და უხეში ექსტერიერისა, Apocalypse Hellfire-ს აქვს მიმზიდველი და დახვეწილი ინტერიერი უამრავი ფუნქციით.
4) Mercedes-AMG G 63 6×6 სიაში თავისი წარმომადგენელი ყავს ყველაზე კლასიკულ ავტომწარმოებელ კომაპანია Mercedes-საც. Mercedes-AMG G 63 6×6 მიუხედავად მისი სიდიდისა, არ აქცევს ზურგს მერსედესის ტრადიციებს და ისეთი დახვეწილი, მდიდრული და უნიკალური დიზაინით გამოირჩევა, როგორც ეს ამ ბრენდს შეეფერება.
მანქანას სიძლიერეს უზრუნველყოფს ორმაგი ტურბო, 5.5 ლიტრიანი V-8 ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 544 ცხენის ძალას და აქვს 760 ნიუტონმეტრი ბრუნვის სიმძლავრე. სატვირთო მანქანა აღჭურვილია კლასიკური AMG SPEEDSHIFT PLUS 7G-TRONIC ავტომატური ტრანსმისიით, რაც მოსახერხებელს და მარტივს ხდის მართვას.
3) International CV515 4×4 Pickup
შესანიშნავი გამავლობის შესაძლებლობით, Goodyear ან Continental საბურავები CV515-ზე უზრუნველყოფს ნებისმიერ ზედაპირზე მაქსიმალურ მოჭიდებას და შესაძლებლობას აძლევს ავტომანქანას იმოძრაოს უმძიმეს რელიეფზე. ავტომანქანას აქვს Hydromax წევის კონტროლი და ოთხარხიანი ABS სამუხრუჭე სისტემა.
ეს გიგანტური ოთხბორბლიანი პიკაპი გამორჩეულია ძრავითაც. მისი დიზელის 6.6 ლიტრიანი V8 ტურბოდამტენიანი ძრავა 700 ცხენისძალას გამოიმუშავებს.
2) International CXT
დიდი სატვირთო მანქანების ნებისმიერი სია არასრული იქნებოდა International CXT-ს ხსენების გარეშე. ეს დინოზავრის ზომის სატვირთო მანქანა მუშაობს 12 NPM DT466 ტურბო ძრავით, რომელიც აწვდის 220 ცხენის ძალას სატვირთოს და 540 lb-ft ბრუნვას.
ავტომობილი იდეალური ვარიანტია მძიმე ტვირთის გადასატანად. მას რთულ რელიეფზეც კი შეუძლია გადაიტანოს 20 ტონამდე ტვირთი. ავტომანქანის შესაძლებლობები კონვერტირდება მისი ფასზეც, ის – 105 000 დოლარი ღირს.
1) Mercedes-Benz Unimog U 5000
სიის სათავეში უკონკურენტოდ Mercedes-Benz Unimog U 5000 დგას. ის ყველაზე დიდი და ყველაზე ეფექტური სატვირთო მანქანაა, რაც კი ოდესმე შექმნილა. ის თავს Mercedes-Benz OM906LA 6.4-ლიტრიანი I6 ძრავით იწონებს. ამას ემატება Mercedes-Benz 8-spd EPS მექანიკური ტრანსმისია. მისი სოლიდური დიზაინი და წარმოუდგენელი შესაძლებლობები მას ყველასთვის საოცნებო სატვირთო მანქანად აქცევს.