5 საკულტო ავტომანქანა ფილმებიდან

ფილმებში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საგნები, ვიზუალები, ნივთები . ხშირად, მაყურებლებს პერსონაჟებზე და სცენარზე  მეტად სწორედ საგნები ამახსოვრდებათ. ფაქტობრივად, ყველა ფილმში ვხედავთ ავტომანქანებს, თუმცა მათგან მხოლოდ რამდენიმეა ისეთი, რომლებმაც კინომოყვარულებში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. წარმოგიდგენთ 5 საკულტო ავტომანქანას კინოფილმებიდან.


5) ჯეიმს ბონდი (Goldfinger) – 1964 წლის Aston Martin DB5

ჯეიმს ბონდის სერიის ფილმებში ავტომანქანებს ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა. შონ კონერის მიერ განსახიერებული ჯეიმს ბონდი ერთ-ერთი ყველაზე საკულტო პერსონაჟია კინოს ისტორიაში, მისი ავტომანქანაც სწორედ ისეთივე საკულტოა, როგორც პერსონაჟი. 1964 წლის Aston Martin DB5 იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და მდიდრული მანქანაა.


4) უკან მომავალში (Back to the Future) – DeLorean DMC-12 Time Machine

უკან მომავალში მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საკულტო სამეცნიერო ფანტასტიკაა. მარტისა და ემეტის დროში  მოგზაურობის წარმოდგენა  შეუძლებელია მათი შეუცვლელი ავტომანქანის – DeLorean DMC-12 Time Machine-ის გარეშე.


3) პატარა მის ბედნიერება (Little miss sunshine)- 1971 Volkswagen T2 Microbus

პატარა მის ბედნიერება 2000-იანების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საოჯახო დრამაა. უცნაური ოჯახი მოგზაურობაში 1971 წლის Volkswagen T2 Microbus-ით მიდის. ავტომანქანა იდეალურად გადმოსცემს ოჯახის ხასიათს და ფაქტობრივად ფილმის პერსონაჟი ხდება. ფილმის საკულტო სცენაც, სადაც მთელი ოჯახი ცდილობს დაძრულ მანქანაში შეხტომა მოასწროს,  სწორედ ამ ძველმოდურ მანქანას უკავშრდება.


2)  ფორსაჟი (Fast & Furious) – 1970 Dodge Charger

წარმოუდგენელი იქნებოდა ამ სიაში არ გვეხსენებინა ავტომოყვარულთა საყვარელი  საკულტო ფილმთა სერია – ფორსაჟი. ფორსაჟში ბევრი კარგი ავტომანქანა გვინახავს, თუმცა მათ შორის  ყველაზე დასამახსოვრებელი 1970 წლის საკულდო Dodge Charger-ია. მისი ვიზუალური და ტექნიკური მახასიათებლები იდეალურად ერგება ფილმს.


1) ტაქსი (Taxi) – 997 Peugeot 406

ტაქსი 2000-იანების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანგული ფილმია. იუმორითა და მძაფრი სიუჟეტებით დატვირთული ფილმის ცენტრში ექსცენტრიული ფრანგი ტაქსისტი დგას. ყველაზე სწრაფი ტაქსისტი კლიენტებს 997 Peugeot 406-ს ემსახურება. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თეთრი პეჟოსგან რეჟისორი საკულტო ავტომანქანას ქმნის.