5 ყველაზე ძვირადღირებული ანტიკვარი ავტომობილი
5) 1956 Ferrari 290 MM
გაიყიდა – 2015 წელს ნიუ იორკში გამართულ აუქციონზე
ფასი – 28,050,000 $
მანქანა 1956 წელს გამოუშვეს მრბოლელი ჯუან მანუელ ფანგიოსათვის, რათა მას ამავე წლის “Mille Miglia”-ს რბოლაში მიეღო მონაწილეობა. გამოშვებულია მხოლო 4 ეგზემპლიარი.
4) 1954 Mercedes-Benz W196
გაიყიდა- 2013 წელს ბონჰემსის – გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე
ფასი – 29,600,000 $
ამ მანქანას ხუთ გზის ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონი – ჯუან მანუელ ფანგიო მართავდა. ავტომობილი ავთენტურ კონდიციებში გაიყიდა, კერძოდ, რბოლისას ტრასიდან გადავარდნის გამო ავტომობილის ექსტერიერს სხვადასხვა დაზიანებები ეტყობოდა.
3) 1957 Ferrari 335 Sport Scaglietti
გაიყიდა – 2016 წელს პარიზში გამართლ აუქციონზე
ფასი – 35,700,000 $
Ferrari 335 Sport Scaglietti სპორტული მანქანაა, რომელიც 1957 წელს შეიქმნა სპეციალურად, რათა კონკურენცია გაეწია იმ დროისათვის დომინანტ Maserati 450S-თვის. ავტომობილმა მონაწილეობა მიიღო 1957 წლის სეზონის ყველა რბოლაში. სულ შეიქმნა 4 ეგზემპლიარი.
2) 1962 Ferrari 250 GTO
გაიყიდა – 2014 წლის ბონჰემსის აუქციონზე.
ფასი – 38,115,00 $
1962 წლის Ferrari 250 GTO Berlinetta 2014 წელს ყველაზე ძვირაღირებული მანქანა გახდა, რეკორდი მან 4 წლის განმავლობაში შეინარჩუნა. იგი შეიქმნა, რათა მონაწილეობა მიეღო – 1963 წლის FIA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.
1) 1962 Ferrari 250 GTO
გაიყიდა – 2018 წლის მონტერეის აუქციონზე
ფასი – 48,405,000 $
სიაში პირველ ადგილსაც 1962 წლის განუმეორებელი ფერარი იკავებს. ეს კონკრეტული 250 GTO იმით არი გამორჩეული, რომ მას 20 წლის განმავლობაში ფერარის ცნობილი ენთუზიასტი და ლეგენდარული მრბოლელი გრეგორი ვიტენი ფლობდა. ის აუქციონის ბლოკში “ლე მანის’ ხუთ გზის გამარჯვებულმა ერეკ ბელმა მიიყვანა. მფლობელმა აუქციონი 35 მილიონიანი შეთავაზებით გახსნა. 10 წუთის განმავლობაში მანქანის მოსაპოვებლად 3 პრეტენდენტი იბრძოდა. საბოლოოდ ეს განუმეორებელი ეგზემპლიარი 48,405,000 $ მილიონად გაიყიდა, რაც 10 მილიონით უსწრებდა წინა რეკორდს.