აშშ-ს პრეზიდენტების გამორჩეული ავტომანქანები
ამერიკის პრეზიდენტების ავტომანქანებზე უამრავი მითი თუ რეალობა გვსმენია, თუ რამდენად დაცულია, რა სიმძლავრის აფეთქებებს უძლებენ და ა.შ., მაგრამ ცოტა თუ ვიცით რეალურად რა მანქანით გადაადგილდებოდნენ ამერიკის პრეზიდენტები მაშინ, როცა დროს საკუთარ თავს უთმობდნენ.
ამერიკის პრეზიდენტების საყვარელი მანქანები კი ასე გამოიყურება:
ჯორჯ ბუში ( უმცროსი ) – Ford F-150

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის 43-ე პრეზიდენტს ამერიკის ქუჩებში 1993 წლის შემდეგ მანქანა არ უტარებია მისი საყვარელი Ford F-150-ით სიამოვნებით მოძრაობს მის ნაკვეთებში, ტეხასის შტატში.
ჯო ბაიდენი – 1967 Stingray

ჯო ბაიდენი ხშირად აღნიშნავს, რომ ის კორვეტის მოყვარულია. სწორედ 1967 წლის შევროლე კორვეტის კაბრიოლეტია მისი საყვარელი ავტომანქანა. კორვეტის სიყვარული პრეზიდენტს მისმა მამამ ჩაუნერგა, რომელიც შევროლეტის ავტომანქანებს ყიდდა.
ლინდონ ჯონსონი – 1961 Amphicar

ამერიკის 36-ე პრეზიდენტი ბოლოა ვინც ავტომანქანას ქალაქში თავისუფლად მართავდა, რადგან 1963 წელს ჯონ კენედი სწორედ მისი ავტომანქანით მოძრაობისას მოკლეს. ლინდონს ავტომანქანებში უცნაური გემოვნება ჰქონდა. მისი საყვარელი ავტომანქანა მხოლოდ 4000 ეგზემპლიარი გამოვიდა და მისი გამორჩეული მხარე ის იყო, რომ ავტომანქანა წყალში არ იძირებოდა. ასე გამოიყურებოდა მისი ამფიბია მანქანა.
ფრენკლინ რუზველტი – Packard 12

ალბათ ჩვენი სიის ერთ-ერთი ულამაზესი მანქანა სწორედ რუზველტის Packard 12-ია. მიუხედავად მისი თვალწარმტაცი ელეგანტურობისა და სილამაზისა ის ნამდვილად არ გამოირჩეოდა უსაფრთხოებით, ამიტომ ამერიკის ფედერალურმა ბიურომ მკაცრად მოითხოვა პრეზიდენტისთვის სხვა ავტომანქანის გამოყოფა.
ჯონ კენედი – 1961 Ford Thunderbird

ჯონ კენედი ძალიან ამაყობდა მისი 1961 წლის Ford Thunderbir-ით. მას V8 ძრავი ჰქონდა და მეტსახელად “ტყვიის ფრინველს” ეძახდნენ.
ბილ კლინტონი – 1967 Mustang Convertible

ბილ კლინტონის გემოვნებაზე ყველა საუბრობდა და მის დახვეწილ გემოვნებას ხაზს კიდევ უფრო უსვამდა 1967 წლის უელეგანტურესი მუსტანგი. ბილს იმდენად უყვარდა მისი ავტომანქანა, რომ ხშირად ჯავრობდა ხოლმე იმას, რომ იმის შემდეგ რაც მან ბინა თეთრ სახლში დაიდო ისე ხშირად ვეღარ ახერხებდა მისი საყვარელი ავტომანქანის ტარებას.
ბარაკ ობამა – Ford Escape Hybrid

ალბათ ყველაფერს ელოდით და არა საოჯახო Ford Escape-ის ჰიბრიდულ ვერსიას. რთული წარმოსადგენია, რომ ბარაკ ობამა ჰიბრიდული ძრავით საწვავში დახარჯულ ფულს უფრთხილდებოდა. არა, მისი მეგობრები ამბობენ, რომ ბარაკი ყოველთვის პრაგმატული და უბრალო ადამიანი იყო და მანქანაც სწორედ ამის გამო შეარჩია. კომფორტულია, პრაქტიკულია დიდი ოჯახისთვის და ეკოლოგიურადაც უფრო სუფთაა.
თქვენ რომელ ავტომანქანას აირჩევდით? ვიცით, რომ ეს ბარაკ ობამას Ford Escape ნამდვილად არ იქნებოდა.