დიზაინერების მიერ შექმნილი ცნობილი ავტომობილთა სერია (Lincoln Continental Mark Designer series)

ფორდის ლინკოლნის მარკის ავტომობილთა სერია (1956-1998) ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული მოვლენაა ავტოინდუსტრიაში. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მესამე (მარკ IV, 1972-1976) და მეოთხე თაობის (მარკ V, 1977-1979) მოდელები.

ამ ორი თაობის განსაკუთრებულ პოპულარობას ხელი შეუწყო ავტომობილის გამორჩეულმა დიზაინმა. 1976 წელს, ჯერ კიდევ მარკ IV-ს დროს, ფორდმა გამოუშვა ლინკოლნის “Designer” სერია. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ 70-იანების 4 ყველაზე მნიშვნელოვან მოდის დიზაინერს (ბილ ბლასი, ჟივანში, პუჩი, კარტიე) უნდა მიეღოთ მონაწილეობა ლინკოლნის სერიის ავტომობილთა დიზაინის შექმნაში.

ექსპერიმენტს დიდი წარმატება ხვდა წილად. ლინკოლმა შეძლო როგორც ავტომობილთა ასევე მოდის ენთუზიასტების მოხიბვლა, შედეგად 1976 წლის ბოლოსათვის Mark IV-ს გაყიდვები 27 პროცენტით გაიზარდა. იდეის პოპულარობამ განაპირობა შემდეგი თაობის Mark V -ს წარმატებაც, რაც მან 1990-იან წლებამდე შეინარჩუნა.

თითოეული დიზაინერი ავტომობილს იმ დროის მაღალი მოდისათვის დამახასიათებელ დეტალებს სძენდა. დიზაინერები ჩართულები იყვნენ როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის შექმნაში. თითოეული მათგანის შექმნილი სერიის ავტომობილის ბამპერზე დატანილი იყო დიზაინერის ლოგო, ხოლო უკანა ფანჯარაზე ხელმოწერა. ასევე ინსტრუმენტთა პანელზე 22 კარატიანი ოქროთი მოოქროვილ დაფაზე ამოტვიფრული იყო კონკრეტული სერიის დიზაინერის სახელი.