e.GO – ახალი ამბიციური ავტომწარმოებელი გერმანიიდან

ნელ-ნელა გერმანიაში სახელს ახალი ავტომწარმოებელი იხვეჭს – e.GO ელექტრო ავტომანქანების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ბევრ სიურპრიზს გვპირდება.

e.GO- 2015 წლის 9 მარტს გაიხსნა. მათი მთავარი მიზანია შექმნან ელექტრო მანქანა, მაქსიმალური გამავლობით და მინიმალური ემისიით. ასევე რესურსების მინიმალური დანახარჯებით. მდგრადობა – ეს ის სიტყვაა რომელსაც მისი მესვეურები ყველაზე ხშირად იყენებენ.

2017 წელს e.GO -მ პირველი პროტოტიპი წარადგინა წარდგენიდან 2 თვეში კი ის უკვე მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

ერთი დატენით ის 140 კილომეტრს გაგატარებთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი ნამდვილად ცოტაა ამერიკის ბაზრისთვის, e.GO-ს მთავარი ბაზარი მაინც ევროპაა, ხოლო 140 კილომეტრი ნებისმიერი ევროპული ქალაქისთვის საკმარისზე მეტია.

e.GO-ს ერთ-ერთ მთავარი ღირსება მისი დახვეწილი, თანამედროვე დიზაინია. ქვემოთ, კი 15 მგზავრზე გათვლილ მიკროავტობუსს ხედავთ. დიზაინით ნამდვილად სიურეალისტურია.

რომ შევაჯამოთ, e.GO- მარტივი ხალხის მარტივი ავტომანქანაა. იდეალურია ქალაქისთვის, კომფორტულია, ეკო მეგობრული და იაფია. ვნახოთ როდის გამოჩნდება პირველი e.GO-ები საქართველოს გზებზე.