ელექტრონული სტაბილურობის კონტროლი (ESC) და სამუხრუჭე სისტემა
ელექტრონული სტაბილურობის კონტროლი ან ESC არის შიდა ელექტრონული სისტემა, რომელიც დაბლოკვის საწინააღმდეგო დამუხრუჭების ტექნოლოგიის გაუმჯობესებული ვერსიაა. მისი ამოცანაა სატრანსპორტო საშუალების სტაბილიზაცია და მოცურების თავიდან აცილება ერთ ან მეტ ბორბალზე სპეციფიური სამუხრუჭე ზეწოლის გამოყენებით.
ESC სენსორები ადაპტირებულია მანქანის ბორტ კომპიუტერთან. როდესაც კომპიუტერი ხვდება, რომ ავტომანქანა კონტროლს კარგავს, მოცურდა ან მოჭიდება დაკარგა, ის მომენტალურად ამცირებს ძრავის მუშაობას და ასევე ამუხრუჭებს თითოეულ საბურავს ინდივიდუალურად, ისე, რომ ავტომანქანამ მოცურება არ განაგრძოს.
ESC ბაზარზე 1995 წლიდან გამოჩნდა და 2014 წლიდან სავალდებულოა ევროკავშირში გაყიდული ყველა ახალი ავტომობილისთვის. ევროპის გზებზე მოძრავი მანქანების დაახლოებით 80-90% ახლა აღჭურვილია ESC ტექნოლოგიით.
21-ე საუკუნის უსაფრთხოების ღვედი
ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობა, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების კონტროლის დაკარგვას, გამოწვეულია მძღოლის მიერ საჭის ან ზედმეტი მოძრაობით, ან მცირე ანაც სიჩქარის გადაჭარბების გამო. კვლევებმა აჩვენა, რომ ESC-ს შეუძლია 38%-მდე შეამციროს ფატალური მოცურების შემთხვევები.
მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ESC ძალიან ეფექტურია კონტროლის დაკარგვისა და ფატალური ავარიების თავიდან ასაცილებლად. დადგენილია, რომ ESC-ის დანერგვის დღიდან ევროპაში მინიმუმ 188,500 ავარია იყო თავიდან აცილებული და 6,100-ზე მეტი სიცოცხლე გადარჩა. ESC-ის მქონე მანქანები ორჯერ ამცირებს კონტროლის ფატალური დაკარგვის რისკს და ამცირებს გადაბრუნების რისკს 80%-მდე. ESC სისტემა ექსპერტების მიერ მანქანის უსაფრთხოების სისტემებში ერთ-ერთ მთავარ მიღწევადაა მიჩნეული.
ESC და სამუხრუჭე სისტემის კავშირი:
- ESC-ის ეფექტურობა განისაზღვრება 2 ფაქტორის გათვალისწინებით. 1) თუ როგორი მოჭიდება აქვს საბურავს და 2) რამდენად კარგად მუშაობს თავად დამუხრუჭების სისტემა.
- ამორტიზატორები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და მან უნდა შეძლოს მანქანის მართვის უნარი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ავტომანქანას ყველა დეტალი გამართული ჰქონდეს, რათა დამუხრუჭების დროს რაიმე დეტალის დაზიანებამ მართვის დაკარგვა არ გამოიწვიოს.
ESC-ით აღჭურვილი მანქანები, ისევე როგორც ყველა მანქანა, საჭიროებს სამუხრუჭე ხუნდების, ამორტიზატორების და ხვეული ზამბარების, საბურავების და სხვა ცვეთადი ნაწილების პერიოდულ შეცვლას. ESC-ითაც კი, გაჩერება და შემობრუნება მაინც დამოკიდებულია საბურავის კარგ მოჭიდებაზე.
რატომ ავირჩიოთ KYB ამორტიზატორები ESC მანქანებისთვის?
OE-ს ყველა მიმწოდებელი, როგორიცაა KYB, თანხმდება, რომ ნახმარი ამორტიზატორები კარგავს ეფექტურობას 80,000 კილომეტრის (50,000 მილის) შემდეგ. ეს გამოწვეულია ამორტიზატორის შიგნით სარქველების თანდათანობითი ცვეთის გამო. საგულისხმოა, რომ ცვეთა იმდენად ნელა მიმდინარეობს, რომ ამას მძღოლების უმეტესობა ვერც კი ამჩნევს. სწორედ ამიტომ, ტექნიკოსის რჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიქსში კი სრულად შეგვიძლია სამუხრუჭე სისტემის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მისი პრემიუმ ბრენდების ნაწილებით შეცვლა.
უხარისხო ამორტიზატორების მუშაობის მექანიზმები განსხვავდება სტანდარტული OE ამორტიზატორებისგან. ისეთი ნივთების ამოღება, როგორიცაა შიდა ამობრუნებული ზამბარები, მასალების ხარისხის დაქვეითება და ჰიდრავლიკური სითხის ხარისხის დაქვეითება, ეს ნიშნავს, რომ დეტალი არ იმუშავებს ისე, როგორც ESC-ს მოითხოვს, რაც შემდგომში მის გამართულ ფუნქციონირებაზეც აისახება. KYB ამორტიზატორები დაკალიბრებულია სპეციალურად პრემიუმ ბაზრისთვის და უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას.
ყველა მძღოლისთვის ავტომანქანის უსაფრთხოება უპირველესი საზრუნავია. ESC სისტემა KYB-ს ამორტიზატორებთან ერთად კი ის ტანდემია, რომელიც თქვენს უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყოფს.