ელისაბედ II-ის საყვარელი ავტომანქანები

დედოფალი ელისაბედ II-ის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე დღეა გასული. ამ ეპოქალურმა ქალბატონმა უდიდესი როლი ითამაშა თანამედროვე ბრიტანეთისა და მსოფლიოს ისტორიაში, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ელისაბედ II მანქანების დიდი მოყვარული იყო.

ბრიტანეთში მართვის მოწმობები, სანომრე ნიშნები და პასპორტები მის სახელზე იყო გაცემული, შესაბამისად თავად დედოფალ ელიზაბეტ II-ს არ სჭირდებოდა მართვის მოწმობა ავტომანქანის სამართავად. მისი და ავტომანქანების სიყვარული ჯერ კიდევ II მსოფლიო ომის დროს დაიწყო, როცა ის 19 წლის ასაკში ტერიტორიულ ძალებს შეუერთდა როგორც ავტომექანიკოსი და მეორე მსოფლიო ომის დროს სასწრაფო დახმარების მანქანას მართავდა.

მისი 72 წლიანი დედოფლობის განმავლობაში, ელისაბედი უამრავ მანქანას მართავდა. ქვემოთ კი რამდენიმე გამორჩეული მათგანი განვიხილოთ:

Gold State Coach (1762)

მართალია ის ამ ეტლს არასდროს მართავდა, მაგრამ ყველა სამეფო ოჯახში ერთი ისტორიული ეტლი მაინც ინახება. ეს კი მეფე ჯორჯ III-ს ეკუთვნოდა, რომელიც 1760 წელს აეგო და მის შექმნას არც მეტი არც ნაკლები 2 წელი დასჭირდა.

1953 წლის Land Rover Series 1

Land Rover-ის სიყვარული ელისაბედს მისი მამის, George VI-დან გამოყვა. სწორედ ამ მანქანით გადაადგილდებოდა ის 6 თვის განმავლობაში თანამეგობრობის ქვეყნებში ტურის დროს.

1954 Rolls-Royce Phantom IV State Landaulette

როლს როისის და სამეფო ოჯახის მეგობრობა ალბათ არავის გაგიკვირდებათ. აღნიშნული ავტომანქანა მხოლოდ 20 ეგზემპლარი შეიქმნა და მათგან 2-ს სწორედ ელისაბედი ფლობდა. სამეფო ოჯახი მომავალშიც რამდენიმე სხვა მოდელის როლს როისს ატარებდა.

Bentley Arnage State Limousines

ელისაბედ II 2000 წლებიდან უპირატესობას უფრო ბენტლის ანიჭებდა. ფოტოზე ხედავთ 2002 წლის ბენტლის. 6.75 ლიტრიანი V8 ძრავით, ორმაგი ტყვიაგაუმტარი კორპუსით და რა თქმა უნდა, გამორჩეული დიზაინითა და კომფორტით, რომლის ღირებულებაც $11 000 000, თუმცა სამეფო ოჯახი თანხას ავტომანქანებში არასდროს ზოგავდა.

Jaguar Daimler V8 Super LWB

სწორედ ამ იაგუარს მართავდა ელისაბედი 3 წლის განმავლობაში, ბუკინგემის სასახლეში. ეს მწვანე იაგუარი, დედოფლის სურვილების მიხედვით იყო შექმნილი, რომელსაც ჰქონდა ხელის ჩამოსადები სახელური, ფანჯრების აწევ-დაწევის სპეციალური მოწყობილობა და რამდენიმე სხვა ცვლილება ელისაბედის კომფორტისთვის.

2009 Jaguar X-Type Sportwagon V6 Sovereign

ალბათ ჩვენი სიის ერთ-ერთ ყველაზე უცნაური ავტომანქანა. ამ იაგუარს დედოფალი საკუთარი ხელით 7 წელი მართავდა. ბოლოს ის ამ მანქანით 2017 წელს ნახეს, როცა ეკლესიიდან ბუკინგემის სასახლეში 91 წლის ასაკში მისეირნობდა.

1961 Vauxhall Cresta PA Friary Estate

ესეც 1961 წლის Vauxhall რომელსაც 2.65 ლიტრის მოცულობის ძრავა ჰქონდა, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 150 კმ/სთ-ს შეადგენდა, თუმცა რთული წარმოსადგენია, ელისაბედს ამ სიჩქარით ემოძრავა ბუკინგემის სასახლის მინდვრებში.

Range Rover

ჩვენს სიას კი Range Rover-ით დავასრულებთ. ავტომანქანების ეს სერია ელისაბედ II-ის საყვარელი სერიაა და ის 1973 წლიდან მართავდა სხვადასხვა მოდელებს. ფოტოზე კი ხედავთ 2022 წელს გადაღებულ ფოტოს, სადაც ელისაბედ II ხალხს სწორედ Range Roveri-იდან ხვდება.

ახლა ჯერი უკვე ჩარლზ III-ზეა. ალბათ მალე ახალი მეფის საყვარელ მანქანებზეც გავიგებთ სიახლეებს.