ილონ მასკმა ბერლინში გრანდიოზული ტესლას ქარხანა გახსნა

ილონ მასკმა ბერლინში, 4 მარტს, ევროპის პირველი ტესლას ქარხანა გახსნა. 5 მილიარდ ევროიანი ინვესტიცია უდიდესია გერმანიის მანქანათწარმოების ისტორიაში. ტესლაში აცხადებენ, რომ კომპანიას 12 000 მომუშავე ეყოლება, რომლიდანაც 3000-ს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა.

მასკმა მოვლენაზე დაწერა – „ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია ტესლას ისტორიაში. ჩვენ ევროპაში პირველი ქარხნის გახსნით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით უკეთესი მომავლისკენ“. ხოლო გერმანიის კანცლერმა ოლაფ შულცმა მოვლენას – „გერმანიის სამანქანო ინდუსტრიის უდიდესი მოვლენა“ უწოდა.


ტესლამ გერმანიაში დამზადებულ პირველი Model Y-ს ავტომობილები უკვე გამოუშვა. ის სრულად დატენილი – 514 კილომეტრს ფარავს, ხოლო მისი ღირებულება 64 000 ევროა.

ქარხანა მომავალში წელიწადში 500 000 ავტომობილის წარმოებას აპირებს, რაც 450 000-ით მეტი იქნება დღესდღეისობით ევროპის უდიდეს ელექტრო ავტომწარმოებელ ვოლკსვაგენზე, რომელმაც მსოფლიოში 2021 წელს 50 000 ელექტრო-მანქანა გაყიდა.

დღესდღეისობით ევროპაში გაყიდული ელექტრო-მანქანების 25 პროცენტი სწორედ ვოლკსვაგენზე მოდის, ხოლო ტესლაზე მხოლოდ 13, თუმცა უახლოეს მომავალში ილონ მასკის აზრით ეს რიცხვები რადიკალურად შეიცვლება. ტესლას დამფუძნებლის თქმით, 2 წელიწადში ქარხანა სრული დატვირთვით იფუნქციონირებს და მოწინავე ადგილს დაიკავებს ევროპის ელექტრო-მანქანების ბაზარზე.