შევეგებოთ მსოფლიოში ყველაზე მძლავრ SUV-ის – Ferrari Purosangue-ს

715 ცხენის ძალითა და 6.5 ლიტრიანი V12 ძრავით, ფერარი საბოლოოდ შეუერთდა SUV- ბაზარს საკუთარი Purosangue-თი.

2022 წლის მაისში ფერარიმ ოფიციალურად დააანონსა მისი პირველი 4 კარიანი SUV-ს წარმოება. მიუხედავად მისი მასიურობისა და სიდიდისა ის 0-დან 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 3.3 წამში ანვითარებს. მისი მაქსიმალური სისწრაფე კი 310 კმ/სთ-ა. ფერარისგან ალბათ ასეთი სისწრაფე არავის გაგვკვირვებია. ალბათ არც მისი დახვეწილი ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინია.

ფერარის მესვეურები მიხვდნენ იმას, რომ ავტო ინდუსტრიაში სიახლეების დროა. შარშან ბაზარზე ლამბორგინის SUV-ები გამოჩნდნენ და ამ ტრენდს სხვა წამყვანი ავტომწარმოებლებიც მიყვებიან.

ყველა ამ სიახლეს სიხარულით არ შეხვედრია. ზოგი ფერარის ფანი იმასაც კი ამბობდა, რომ ალბათ ამ ამბის გაგების შემდეგ ენცო ფერარი საფლავში ტრიალებსო, მაგრამ როგორც მენეჯმენტი ამბობს ეს ფერარის მიდგომებში დიდ ცვლილებას არ გამოიწვევს და SUV-ების წარმოება მთლიანი წარმოების მხოლოდ 20% იქნება.

მოდით ერთად დავტკბეთ Ferrari Purosangue-ს ვიზუალით: