მსოფლიოში პირველი სერთიფიცირებული მფრინავი ავტომობილი
მფრინავი ავტომანქანები სამეცნიერო ფანტასტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მომავალზე ფიქრისას ადამიანებს ერთ-ერთი პირველი რაც კი თვალწინ წარმოუდგებათ სწორედ მფრინავი ავტომანქანებია. ჩვენ ბავშვობიდან გვაქვს ჩაბეჭდილი ერთგვარი ოცნება, რომ ავტომანქანების მართვა მალე ჰაერშიც შეგვეძლება. მიუხედავად ამ ოცნებისა, რეალურად მათი შექმნა და შემდეგ მისი დანერგვა მეცნიერებისა და ავტომწარმოებლებისათვის ურთულეს დავალებად იქცა.
ამ მხრივ 2022 წელს უპრეცედენტო გარღვევა მოხდა. სლოვაკურმა კომპანიის მფრინავმა მანქანამ – Klein Vision AirCar-მა ევროპული საავიაციო თავდაცვის გაერთიანების სერთიფიკატი მიიღო. AirCar სლოვაკეთში შეიქმნა. მისი ვიზუალი ისეთია, როგორც ჩვეულებრივი ავტომანქანის, თუმცა ცაში აფრენისას მას დამატებით – ფრთები და უკანაშლილი აქვს, რაც ეხმარება აფრენასა და კოორდინაციაში.
კომპანიამ სერთიფიკატის მისაღებად მფრინავი მანქანა აშვებასა და დაშვებაზე 200-ჯერ გამოცადა და ასევე 70 საათის განმავლობაში ტესტ-დრაივი ჩაუტარა . მისი პილოტობა თავად შემქმნელი სტეფენ კლეინმა აიღო საკუთარ თავზე. უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რომ დაშვებისას პილოტს არ ჭირდება მართვის სადავეებთან შეხება, ავტომანქანას თავადვე შეუძლია მიწაზე უსაფრთხოდ დაშვება.
AirCar-ს 2500 მეტრის სიმაღლეზე შეეძლება ფრენა, ხოლო მისი სიჩქარე – 160 კმ/სთ იქნება. მას ჩვეულებრივი BMW-ის საწვავზე მომუშავე ძრავა ექნება. ის რეგულარული ავტომანქანიდან მფრინავ ავტომანქანად 2 წუთსა და 15 წამში იქცევა.
სტეფენის აზრით, AirCar-ის სერთიფიცირება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და ის კარს გაუღებს სხვა მფრინავი მანქანების გამოშვებასა და დანერგვას. AirCar-ი გლობალურ ბაზარზე შემდეგი წლიდან ჩაეშვება და მისი ყიდვა ყველას შეეძლება, თუმცა მისი მართვის ნებართვა მხოლოდ ლიცენზირებულ პილოტებს ექნებათ. პირველი მფრინავი ავტომანქანის ფასი 550 000 – 1 100 000 დოლარამდე მერყეობს.