რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ავტოინდუსტრიაზე

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა მსოფლიო ეკონომიკა ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩააგდო. რუსეთი და უკრაინა საკმაოდ დიდ გავლენას ახდენენ გლობალურ ეკონომიკაზე, რადგან ორივე ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მსხვილი მწარმოებელი ქვეყანაა. შესაბამისად, მათი ბაზრიდან გამოთიშვა ართულებს სხვადასხვა პროდუქტის წარმოებას.



უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტისგან მძიმე დარტყმა მიიღო ავტოინდუსტრიამ. პირველ რიგში, ვისაუბროთ თუ რომელი დიდი კომპანიები დაზარალდნენ ყველაზე მეტად. სამხრეთ კორეული კომპანიები გეოგრაფიული სიახლოვის გამო ინტენსიურად ოპერირებდნენ რუსულ ბაზარზე. მათ შორის გამოსარჩევია KIA და Hyundai. ამ ორმა კომპანიამ 2021 წელს რუსეთში ჯამში 500 000 ავტომობილი გაყიდა. სამხრეთ კორეული ეს ორი გიგანტი ჯამში 23 პროცენტს იკავებს რუსულ ავტოინდუსტრიის ბაზარზე.


The Korea Times-ზე დაყრდნობით, კორეამ ავტომობილებისა და ავტონაწილების გაყიდვით რუსეთისგან 2021 წელს ჯამში 4 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც კორეის რუსეთში საერთო ექსპორტის შემოსავლის 44 პროცენტია. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ სანქტ-პეტერბურგში KIA-ს ერთ-ერთი უდიდეს ქარხანა აქვს. შესაბამისად, რუსეთის ბაზრის ჩახსნა სამხრეთ კორეული კომპანიებისთვის დიდი თავსატეხია და მათ მალე მოუწევთ ალტერნატივების ძებნა.

უკრაინისა და რუსეთის  ბაზრიდან გამოთიშვა მნიშვნელოვნად შეაფერხებს ავტოწარმოებას, განსაკუთრებით კი ეს შეეხება  ელექტრო-მანქანებს.  უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია სხვადასხვა მანქანისთვის საჭირო ელემენტების. მაგალითად, ის ელექტრო მანქანების ბატარეისათვის  საჭირო ნიკელისა და ალუმინიუმის მესამე ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანაა, შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ამ კომპონენტების დეფიციტი სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს  ელექტრო-მანქანების წარმოევისას. ასევე უკრაინა აწარმოებს ჩიპებისათვის მნიშვნელოვანი ნეონის გაზის 70 პროცენტს.  ეს იმ ფონზე, როცა ისედაც ჩიპების ნაკლებობაა ბაზარზე , სერიოზულ თავსატეხს აჩენს ელექტრო-მანქანების მწარმოებლებისათვის.


თავის მხრივ, რუსეთიც  საკმაოდ მნიშნველოვან როლს ასრულებდა ავტოინდუსტრიაში, კერძოდ ის მესამე ყველაზე დიდი მომმარაგებელია ნიკელის, ასევე მას აქვს პალადიუმის რესურსების 40 პროცენტი.  დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაჩნდება  სხვადასხვა ავტომშენებლობისათვის მნიშვნელოვანი რესურსების დეფიციტი, რაც ყველა შემთხვევაში გამოიწვევს ავტოინდუსტრიის განვითარების შეფერხებასა და მანქანებზზე ფასების ზრდას.

Слава Україні!


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *